კალათბურთი

2:18 | 14.06.2018 | ნანახია 2319 - ჯერ

თორნიკე შენგელია: "როგორც ველოდით, რთული თამაში იყო"

ესპანური “სასკი ბასკონიას” ქართველმა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ლიგა ენდესას ფინალური სერიის პირველი მატჩის მოგების შემდეგ ისაუბრა. ქართველმა კალათბურთელმა ესპანეთის ჩემპიონატის ვებგვერდთან საუბარში აღნიშნა, რომ ისეთი თამაში გახლდათ, როგორსაც მადრიდში ელოდნენ.

“ეს იყო ძალიან რთული თამაში, როგორც ველოდით. “რეალთან” მადრიდში თამაში ყოველთვის ძნელია და მათ საფინალო სირენამდე დაამტკიცეს, რომ თამაში მოგებული არ გვქონდა – ეს რთული მატჩი იყო.

ჩვენ აქ ვართ, ფინლაში და ვიცით, რომ ასეთი თამაშები რთულია. ამიტომ, ჩვენი თავის რწმენა არ გვაკლია. დაცვაში საუკეთესოდ არ გვითამაშია, იყო ძალიან ცუდი ეპიზოდები, მაგრამ ამის გამოსწორება შემდეგ შეხვედრებში შესაძლებელია.

დაცვა გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია, ბოლო წუთებში უკეთ ვითამაშეთ და დაცვაში ბურთების მოხსნა უმნიშვნელოვანესია”, - განაცხადა თორნიკემ.

შეგახსენებთ, “ბასკონიამ” “რეალი” 94:92 დაამარცხა, ხოლო შენგელიამ 12 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. სერიის მეორე მატჩი 16 ივნისს, მადრიდში გაიმართება.

Loading...

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:37 | 14.06.2018
თორღვა პანკელი (1023)

მხეცი ხარ თოკო! მხეცი!

10:41 | 14.06.2018
ქართველი გულშემატკივარი (22)

მიდი თოკო nba-ს შემდეგ ევროპელი ჩემპიონობაც გვინდა

08:04 | 14.06.2018
პანტელეიმონი (4041)

წარმატებას გისუევებ თოკო ! ! !

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.070425