კალათბურთი

1:11 | 14.06.2018 | ნანახია 3757 - ჯერ

თორნიკე შენგელია და "ბასკონია" "რეალთან" ფინალურ სერიაში დაწინაურდნენ!

ესპანეთის ჩემპიონატის ფინალური სერია მადრიდში დაიწყო, სადაც თორნიკე შენგელიას “სასკი ბასკონიამ” “რეალი” დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა – 1:0.

შეხვედრა ძალზე დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე გაირკვა. პირველი ტაიმი აბსოლუტურად თანაბარი გამოდგა და ამიტომაც იყო, რომ გუნდები დიდ შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. აი, მესამე პერიოდში კი, ვიტორიელებმა იძალეს და დიდწილად სწორედ ხსენებულ ათწუთეულში მოპოვებულმა უპირატესობამ განაპირობა მათი გამარჯვება. დასკვნითი მეოთხედის წინ ბასკები 9 ქულით იგებდნენ და ბუნებრივია უპირატესობის განიავება არ სურდათ. თავის მხრივ წაგება არც “სამეფო კლუბს” სურდა და ამიტომაც ჩინებული თამაში გაჩაღდა. საბოლოოდ, ვიტორიელებმა საწადელს მიაღწიეს და საბოლოოდ 94:90 იმარჯვეს.

სასიხარულოა, რომ აღნიშნულ წარმატებაში თავისი წონადი წვლილი დაიდო თორნიკე შენგელიამ, რომელიც სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 30:07 წუთიც გაატარა. თორნიკე საკუთარ გუნდს 12 ქულით, 7 მოხსნით, 3 შედეგიანი პასითა და 1 ჩაჭრით შეეწია. საგულისხმოა, რომ შეხვედრის გადამწყვეტ მომენტში “თოკომოტივმა” უმნიშვნელოვანესი ქულები მოუტანა “ბასკონიას”.

ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტმა 15 შეადგინა.

სერიის მეორე მატჩი 16 ივნისს, ისევ მადრიდში გაიმართება.

“რეალი” – “ბასკონია” 90:94 (17:19, 22:20, 19:28, 32:27)

Loading...

კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:33 | 14.06.2018
ოძეკი ტოჩინოშინი (6165)

პირველი შემთხვევაა, რეალს რომ არ ვგულშემატკივრობ. იმედია გახდება თოკო ჩემპიონი.

12:18 | 14.06.2018
# KoRBeN DaLLaS # (13091)

ნაწილობრივ მივადევნე წუხანდელ თამაშს თვალი. ვერ ვიტყვი, რომ დაბდღვნა თოკომ იქაურობა მეთქი, მაგრამ პროდუქტიული რომ იყო ფაქტია. განსაკუთრებით დაცვაში იმუშავა.
შეტევაში თავისი ფიცხი და ფეთქებადი თამაშის მანერიდან გამომდინარე ცოტა ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს იღებდა ალაგ-ალაგ, თუმცა საკუთარი ფიზიკა კარგად გამოიყენა და რეალი პერმანენტულად დატვირთა ფოლებით.
ზოგადად ვფიქრობ, რომ სწორედ ამ კომპონენტით მოიგეს ბასკებმა თამაში - ლამის 50%-ით მეტი საჯარიმო ისროლეს.

11:40 | 14.06.2018
federerjamesliverpooldelpotro (10056)

ძაან ძაან მაგარი ამბავია თამაში არ მინახავს მარა რეალთან მოგება სერიოზულია შემდეგს ვნახავ აუცილებლად თორნიკესთვის მნიშვნელოვანი მომენტია კარიერაში წარმატების შემთხვევაში ნბა ახლოს იქნება

11:16 | 14.06.2018
ბახოვიჩი (46)

ვინმეს გაქვთ ინფორმაცია შენგელიას ამერიკულ გეგმებთან დაკავშირებით? არ აპირებს ნბა_ში წასვლას??

19:46 | 14.06.2018
sabonis (8627)

მსურველები თუ არ გამოუჩნდა ისე სად წავა.

10:54 | 14.06.2018
airvika13 (657)

თოკოო ბრავო მაგარი ბიჭიხარ...გუშინ არ ქონია შეტევაში საუკეთესო შეხვედრა რადგან მასზე დიდი ყურადღება იყო გადატანილი მაგრამ ბოლო წუთებში შეტევაშიც ძალიან კარგი იყო....მაგრამ მე თოკოს დაცვას უნდა გავუსვა ხაზი...თოკო ბოლო პერიოდი დიდ ყურადღებას აღარ უთმობდა დაცვას და გუშინ მაგან დაცვაში რა დონეც აჩვენა ამისთვის უნდა გეყურებინათ ამას თქმით ვერავინ გადმოსცემსDDDლუკას როგორ დაუდგა და არც გაახარა დონჩიჩს სროლის მცდელობაც არ ქონია ბოლო წუთებში და დაზღვევაზეც მშვენივრად ითამაშა...ზუსტად აქ ჩანს თოკოს გაზრდა როგორც კალათბურთელის...შეტევაში რომ არ წაუვიდა თამაში აღარ გააგრძელა უაზრო სროლების გაგძელება და მთელი თავისი ენერგია დაცვას დაუთმო

11:38 | 14.06.2018
The King of Grass (9942)

ეგ დონჩიჩი და რუდი ფერნანდეს რა უქნა ეგ კიდევ ცალკე თემააა რუდი რომელიც ულაპარაკოთ რეალის ყველა დროის ერთ ერთ საუკეთესო იგროკია გუშინ მხოლოდ 8 ქულა ქონდა და ბოლო წამებზე ხომ ტორნიკემ ვაბშე ჩაუტარა 5 პერსონალური აკიდა და გავარდა რომ არა რუდის გავარდნა ბასკონია რეალს ვერ მოუგებდა თამაშსს.

10:37 | 14.06.2018
BEERTRANCE (97819)

ბოლომდე ბრძოლა იყო. აქ მაინც გამოვიდა დაძაბული თამაში აი განსაკუთრებით ბოლოსკენ რეალი 1-2 წამში რო აგდებდა 3ებს

10:36 | 14.06.2018
The King of Grass (9942)

მე ვუყურე თავიდან ბოლომდე თამაშსს საუკეთესო თამაშI ნამდვილად არ ქონია თავიდან ცუდათ დაიწყო ძალიან მეორე მეოთხედი საეღტოდ საშინელება იყო სამი დაკარგვა და ორი ფოლი ქონდა ტოკოს საუკეთესო თამაში ნამდვილად არ იყო მაგრამ ბოლოშ მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და დასაწყიიში ჩავარდან გამოასწორა ბოლო წუთებზე 2 უმნიშველოვანესი ქულა ჩააგდო და მერე კიდევ შეტევაში ფარზე მოუხსნა ბურთი რეალს და 5 პესრსონალური აკიდა რუდი ფერნანდეს და გააგდო რამაც განაპირობა ბასკონიას მოგება შეტევაში თუ ვერ გაბირწყინა დაცვაში იყო ძალიან კარგი დონჩიჩი და ფერნადესი არ გაახარა რომლებმაც მაგრად ჩააგდეს თამაში და ეს დიდ წილად თოკოს დამსახურებაა

09:31 | 14.06.2018
irakli899 (1354)

https://www.youtube.com/watch?v=VpOqm7GvDEQ

08:25 | 14.06.2018
stoikovich (5804)

მეტიც შეიძლებოდა, რამდენიმე ეპიზოდში აშკარად სასროლი არ ესროლა და არ გაამწვავა თამაში, თუმცა ბოლოსკენ უმნიშვნელოვანესი ქულებით და მოხსნით შეეწია გუნდს.
იმედია ესპანეთის ჩემპიონის რანგში წავა ნბა-ში, წარმატებები კახაბეროვიჩს!

08:09 | 14.06.2018
პანტელეიმონი (4041)

თოკო, წარმატებას გისურვებ ! ! !

07:51 | 14.06.2018
თენგაბი (250)

მაგარი ამბავია, ყოჩაღ თოკო!

01:31 | 14.06.2018
federer (17) (13742)

ფინალური სერიის MVP და ესპანეთის ჩემპიონობა არ იქნება თოკოსთვის სახუმარო ამბავი.

01:30 | 14.06.2018
federer (17) (13742)

იმედია აქ მაინც იქნება დაძაბულობა თორე NBA ისე უცებ დამთავრდა სერიოზულ ლომკაში ვარ კალათბურთის.
დონეებს არ ვადარებ, მაგრამ დაძაბულობის და იმის გათვალისწინებით რომ თოკო თამაშობს ბასკონიაში რაღაც დონეზე დანაკლისს შევივსებ.

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.088747