კალათბურთი

14:27 | 12.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობა მოახლოებული ორი მატჩისთვის ცნობილია. ილიას ზუროსმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასკვნითი ორო მატჩისთვის გუნდში 22 კალათბურთელს უხმო.

მათ შორის არიან გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია, რომლებიც აქამდე ნაკრებს ვერ ეხმარებოდნენ. ზუროსის განაკრგულებაში პირველად იქნებიან ტად მაკფადენი, რომელიც მაიკლ დიქსონს შეცვლის და სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა ცოტა ხნის წინ მიიღო.

საქართველოს ნაკრების 22-კაციანი შემადგენლობა:

გიორგი ცინცაძე, თორნიკე შენგელია, მანუჩარ მარკოიშვილი, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, ტად მაკფადენი, გოგა ბითაძე, ანატოლი ბოისა, მიხეილ ბერიშვილი, ილია ლონდარიძე, სანდრო მამუკელაშვილი, გიორგი ბაქრაძე, აკაკი დვალიშვილი, ნიკა დარბაიძე, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ჭოჭუა, ბექა ბექაური, ლუკა ბულაშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, გიორგი ტურძილაძე, რევაზ როგავა, ნოდარ გოგოძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სერბეთს (29 ივნისი) და ავსტრიას (2 ივლისი) დაუპირისპირდება. ორივე თამაში თბილისში ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.077254