ფეხბურთი

16:39 | 11.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"თელავმა" აფაქიძე დაიმატა

საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარმა “თელავმა” ნიკოლოზ აფაქიძე გაიფორმა. 26 წლის მცველმა კახურ გუნდთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

აფაქიძე ბოლოს აზერბაიჯანულ “საბაილში” თამაშობდა, რომლის რიგებშიც 14 თამაში ჩაატარა და იქაურ პრემიერლიგაში 1 გოლის გატანაც მოახერხა.

მანამდე, სხვა და სხვა დროს, “რუსთავის”, “შუქურას”, ლიტვური “ტრაკაის”, “ზუგდიდისა” და “ბაიას” ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121823