ფეხბურთი

14:08 | 6.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტა ესპანეთს არ მიატოვებს

ანდრეს ინიესტა არ გამორიცხავს, რომ სანაკრებო კარიერა გააგრძელოს. როგორც ესპანელმა ნახევარმცველმა განაცხადა, “ფურია როხას” ღირსებას ისევ დაიცავს თუ სათანადო ფორმაში იქნება.

“შესაძლოა ესპანეთის ნაკრებში თამაში გავაგრძელო. თუ ეს მოხდება, მხოლოდ ფორმაში ყოფნის შემთხვევაში და არა წარსულის გამო. მინდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თითოეული წამით სიამოვნება მივიღო. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რადგან ხალხის სითბოს ყოველთვის ვგრძნობ”, - გნაცხადა ინიესტამ.

შეგახსენებთ, რომ ანდრეს ინიესტამ “ბარსელონა” უკვე დატოვა და კარიერას იაპონუ “ვისელ კობეში” გააგრძელებს. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, ესპანეთის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგაც ითამაშოს.

0.11576