ფეხბურთი

17:56 | 2.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ექტორ კუპერი: "სალაჰი მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს"

ეგვიპტის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ექტორ რაულ კუპერი მოჰამედ სალაჰის ტრავმის შესახებ საუბრობს. საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი მიიჩნევს, რომ 25 წლის ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.

“ყოველი შეხვედრა ჩვენი ნაკრების ექიმთან ოპტიმისტურია. სალაჰის ჯანმრთელობის შესახებ მხოლოდ კარგ ცნობებს ვიღებთ. მოჰამედის ტრავმის მოშუშება კარგი რიტმით მიმდინარეობს და მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს”, - განუცხადა კუპერმა ESPN-ს.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰმა მხრივ ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “ლივერპულისა” და “რეალის” მატჩისას მიიღო. წინასწარი ინფორმაციით, მას სამი კვირა უნდა გამოეტოვებინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11766