ფეხბურთი

12:07 | 29.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, წარდგენა: ბოლო აღმოჩენა
კოსტა რიკის ეროვნული ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონატი – ეს ორი სიტყვა ფეხბურთის გურმანებში ხშირად გულის აჩქარებს იწვევს. ეს, ის ტურნირია, რომელიც 4 წელიწადში ერთი თვე იმართება და ის ტურნირია, რომელიც ყოველ ჯერზე მაყურებელთა რაოდენობის მხრივ რეკორდებს ამყარებს.

ჰოდა, 4-წლიანი ლოდინი თითქმის გასრულდა. 16 დღეც და 21-ე პლანეტის პირველობა ჩვენს განკარგულებაში იქნება. WORLDSPORT.GE მონაწილე ყველა ნაკრების შესახებ დეტალურად ისაუბრებს. უკვე მიმოვიხილეთ A, B, C და D ჯგუფის ბინადრები. ახლა კი, უკვე E ჯგუფის მონაწილეებს ვეცნობით - დავიწყოთ კოსტა რიკის ნაკრებით.

მონაწილეობა – 5

კოსტა რიკის ნაკრებისთვის დამდეგი მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიაში მეხუთე იქნება. ჩრდილოეთ ამერიკელებისთვის სადებიუტო მუნდიალი 1990 წელს, იტალიაში ჩატარდა. მაშინ, ყველასთვის უცნპბდა გუნდმა ჩინებულად ითამაშა და ჯგუფიდან გაღწევაც შეძლო. კოსტა რიკამ ისტორიული, პირველი შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 1990 წლის 11 ივნისს, გენუაში ჩაატარა და შოტლანდიის ნაკრები დაამარცხა (1:0). ამას მოჰყვა მარცხი ბრაზილიასთან (0:1) და ბოლო ტურში შვედეთთან (2:1) გამარჯვების შედეგად მერვედფინალში გავიდა. ბარიში, 23 ივნისს, სასწაული აღარ გაგრძელდა – ჩეხოსლოვაკიის ნაკრებმა მეტად ადვილად სძლია მეტოქეს – 4:1.

ამას მოჰყვა ორი ჩავარნდა 1994 და 1998 წლებში, რის შეომდგომაც კოსტა რიკამ ზედიზედ ორ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა: 2002 და 2006 წლებში. აზიაში “ტრიკოლერემ” 4 ქულა მოიპოვა, მაგრამ თურქეთის ნაკრებს ბურთების ბალანსით ჩამორჩა და ჯგუფში ოდენ მესამე ადგილს დასჯერდა. მაშინ კოსტა რიკამ ჩინეთი დაამარცხა (2:0), თურქეთთან (1:1) ქულა მოიპოვა, ბოლო ტურში კი ბრაზილიასთან განადგურდა (2:5). ამას მოჰყვა წარუმატებელი 2006 წლის მუნდიალი, სადაც კოსტა რიკას პატივი ერგო გახსნით მატჩში ეთამაშა მასპინძელ გერმანიასთან. 9 ინვისს, მიუნხენში პაულო ვანჩოპემ “ბუნდესნკარებს” ორჯერ გაუტანა, მაგრამ გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ (4:2). შემდეგ იყო მარცი ეკვადორთან (0:3) და პოლონეთთან (1:2).

ისტორიაში საუკეთესო მსოფლიოს ჩემპიონატი კი კოსტა რიკელებმა ოთხი წლის წინ ბრაზილიაში ჩაატარეს...

საუკეთესო შედეგი – 1/4 ფინალი (2014)

კოსტა რიკამ 2014 წელს მართლაც საოცნებო ტურნირი ჩაატარა. საბოლოოდ, ბრაზილია ისე დატოვა, რომ მარცხი არ განუცდია. უცნაურია არა? ვინ იფიქრებდა, რომ აუსტადეირად მიჩნეული ქვეყანა ასეთ შედეგს აჩვენებდა, თანაც სიკვდილს ჯგუფში იმყოფებოდა ულაპარაკოდ! თავად განსაჯეთ, კოსტა რიკამ პირველ ტურში ურუგვაის პატივმოყვარე ნაკრები დატოვა უშანსოდ (3:1), შემდეგ იტალიაც ზედ მიაყოლა (1:0) და ბოლო ტურში ინგლისს დაუზავდა (0:0). შედეგად, ინგლისთან, იტალიასთან და ურუგვაისთან ჭიდილში კოსტა რიკამ პირველი ადგილი დაიკავა!

მერვედფინალში “ტრიკოლორეს” საბერძნეთის ნაკრები ელოდა, რომელსაც ბრაიან რუისი გოლით 90-ე წუთამდე ამარცხებდა, მაგრამ სოკრატის პაპასტატოპულოსის გოლით შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა. საბოლოოდ, ყველაფერ პენალტების სერიამ გადაწყვიტა და კოსტა რიკამ იქ 5:3 იმარჯვა, შესაბამისად, მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

აქ უკვე კოსტა რიკას სათვალავშიც აღარავინ აგებდა, მაგრამ მრისხანე ჰოლანდიისთვის ტოლი არაფერში დაუდია. 120 წუთში გოლი არ გასულა, ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში ამჯერად მეტოქეს უფრო გაუმართლა (3:4). ასე დასრულდა, კოსტა რიკის ბრაზილიური ზღაპარი... ფაქტია, ეს ტურნირი დიდხანს ემახსოვრებათ კოსტა რიკაში და არამარტო მათ, მთლიანად საფეხბურთო სამყარო არ დაივიწყებს კოსტა რიკის ნაკრებს.

გზა რუსეთამდე

კოსტა რიკამ რუსეთისკენ სვლა პირველ ჯგუფურ ეტაპზე დაიწყო, სადაც მეტოქეობას პანამის, ჰაიტისა და იამაიკის ნაკრებები უწევდნენ. აქ კეილორ ნავასსა და კომპანიას პრობლემები არ შექმნიათ: 6 თამაში, 5 მოგება, 1 ფრე, 16 ქულა და დამაჯერებელი პირველი ადგილი.

მთავარი კი მეორე ჯგუფური ტურნირი იყო, სადაც კოსტა რიკას 5 მეტოქე ჰყავდა და სამეულში უნდა მოხვედრილიყო. ასეც მოხდა, “ტრიკოლორემ” მისია წარმატებით გადაჭრა. 10 მატჩიდან, 4 მოიგო, 4 ფრე ითამაშა, ორჯერ დამარცხდა და მოპოვებული 16 ქულა სრულიად საკმარისი იყო ქვეჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად. მუნდიალის საგზური ოფიციალურად 2017 წლის 7 ოქტომბერს გაფორმდა.

რუსეთში გასავლელი გზა

17 ივნისი, 2018, სამარა. კოსტა რიკა – სერბეთი

კოსტა რიკის ნაკრები საქმეში 17 ივნისს ჩაერთვება, როდესაც ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს სამარაში სერბეთის ნაკრებთან ჩაატარებს. ეს გუნდები ერთმანეთს პირველად რუსეთში შეხვდებიან.

22 ივნისი, 2018, სანქტ-პეტერბურგი. ბრაზილია – კოსტა რიკა

მეორე შეხვედრა ოსკარ რამირესის გუნდს ბრაზილიასთან ელოდება. მეტოქესთან, რომელიც მისთვის ერთობ ნაცნობია, თუმცა, საქმე საამაყოდ ნამდვილად არ აქვს: 10 თამაში, 1 მოგება, 0 ფრე, 9 წაგება, 9:32 ბურთების ბალანსი.

პირველი შეხვედრა შორეულ 1956 წელს პანაამერიკულ თამაშებზე შედგა და ბრაზილიამ 7:1 გაანადგურა მეტოქე. თუმცა, ოთხი წლის შემდეგ იმავე ტურნირზე კოსტა რიკამ რევანში აიღო და 3:0 სძლია იმ დროისთვის მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონს. ბედის ირონიით, ეს ერთადერთი შემთხვევაა დღემდე, როცა კოსტა რიკამ ბრაზილიას აჯობა. სხვათა შორის, ამ მატჩიდან ერთ კვირაში ბრაზილიელებმა უკვე 4:0 გაიმარჯვეს.

1990 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კი სამხრეთამერიკელებმა მოკრძალებულად იმარჯვეს (1:0). მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზევე შეხვდნენ, 2002 წელს კოსტა რიკა ისევ დამარცხდა – 2:5. 1997 და 2004 წლებში ბრაზილიამ კოპა ამერიკაზე აჯობა მეტოქეს, ჯერ 5:0 და შემდეგ 4:1.

დანარჩენი სამი მატჩი კი ამხანაგური ხასიათის იყო. 1992 წელს, ბრაზილიამ 4:2 იმარჯვა, ხოლო ბოლო ორი დაპირისპირებაც “პენტაკამპეონელთა” გამარჯვებით დასრულდა, ერთნაირი ანგარიშით (1:0) 2011 და 2015 წლებში.

27 ივნისი, 2018, ნიჟნი ნოვგოროდი. შვეიცარია – კოსტა რიკა

რამირესის ბიჭები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 27 ივნისს, შვეიცარიასთან გამართავენ. აქ სრული თანაფარდობაა: 2 მატჩი, 1 მოგება, 1 წაგება. 2006 წელს, ამხანაგურ ოთხთა ტურნირზე შვეიცარიამ 2:0 იმძლავრა, ხოლო 2010 წლის 1 ივნისს, სპარინგში კოსტა რიკამ 1:0 მოიგო.

კონტიგენტი

კოსტა რიკის ნაკრების შემადგენლობაზე ვერ ვიტყვით, რომ ციდან ვარსკვლავებს წყვეტს, მაგრამ არცთუ ისე, დაბალი დონის ეთქმის. რიან ფეხბურთელები ევროპული კლუბებიდან, მაგრამ უმეტესად მაინც ამერიკული ლიგა სჭარბობს. გამორჩეული ფიგურაა კეილორ ნავასი, რომელზეც უფრო ვრცლად ქვემოთ. უნდა გამოვყოთ ბრაიან რუისი, კაპიტანი ლისაბონის “სპორტინგიდან”, რომელმაც 4 წლის ნაკრებს ულიდერა მუნდიალზე. სევილიის “ბეტისში” ირჯება ჟოელ კემპბელი, რომელსაც “არსენალსა” და “ოლიმპიაკოსში” უთამაშია. ოსკარ დუარტეს ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება უმაგრებს ზურგს (“ესპანიოლი”), ხოლო ჯანკარლო გონსალესს იტალიის ჩემპიონატში (“ბოლონია”). გლზაგოს “სელტიკის” დაცვა ამაგრებს კრისტიან გამბოა.

სავარაუდო შემადგენლობა

ვარსკვლავი

კოსტა რიკის ნაკრების მთავარი ვარსკვლავი ცალსახად კეილორ ნავასია. მადრიდის “რეალის” კარის დარაჯი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2008 წლის 11 ოქტომბერს, სურინამის ნაკრებთან ჰქონდა. სწორედ ნავასი იცავდა კოსტა რიკელთა კარს 2014 წლის მუნდიალზე, რომელიც მისი სამშობლოსთვის ისტორიული გამოდგა. საერთოდ, აღნიშნულმა მსოფლიოს ჩემპიონატმა ნავასის კარიერაზე დიდი გავლენა იქონია.

კეილორი ბრაზილიაში იმდენად კარგად გაისარჯა, რომ მადრიდის “რეალი” დაინტერესდა და “სანტიაგო ბერნაბეუზე” იახლა. ნავასმა ერთი წელი იკერ კასილიასის დუბლიორის რანგში გაატარა, მაგრამ 2015 წლიდან ევროპის საუკეთესო კლუბის ძირითადი კიპერია. სხვათა შორის, ნავასი გახდა პირველი მეკარე, რომელმაც ზედიზედ სამჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და სამჯერვე გაიმარჯვა. 31 წლის კიპერი “რეალამდე” “ლევანტეს” კარს იცავდა ორი სეზონი, ხოლო იქამდე კარიერა მშობლიურ “საპრისაში” დაიწყო, საიდანაც 2010 წელს ესპანეთში და კერძოდ, “ალბასეტეში” გადაბარგდა. კეილორ ნავასის აქტივში 76 სანაკრებო კეპია.

მწვრთნელი

კოსტა რიკის ნაკრებს 53 წლის სპეციალისტი ოსკარ რამირესი წვრთნის. მან “ტრიკოლორე” 2015 წელს წარმატებული მუნდიალის შემდეგ ჩაიბარა და პირველი გამოცდა ჩინებულად ჩააბარა – გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.

რამირესს დიდად განსაკუთრებული სამწვრთნელო კარიერა ნამდვილად არ ჰქონია. მხოლოდ სამშობლოში აქვს ნამუშევარი: “ბელენი”, “საპრისა”, “სანტოსი”, “ალახუელენსე”.

ფეხბურთელობის დროსაც მთელი კარიერა კოსტა რიკულ კლუბებში გაატარა, ხოლო ეროვნული ნაკრების ღირსება 1985-1997 წლებში 75-ჯერ დაიცვა და 6 გოლი გაიტანა.

კოსტა რიკა – ტიტულები

ოქროს თასის გამარჯვებული (3): 1963, 1969, 1989

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111706