ფეხბურთი

16:45 | 24.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა "რეალიდან" სერია A-ში?

იტალიის ვიცე-ჩემპიონი “ნაპოლი” მადრიდის “რეალთან” მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს. As-ის ინფორმაციით, ნეაპოლელთა ახალმა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ კლუბის ბოსებს “სამეფო კლუბიდან” ქარიმ ბენზემას შეძენა მოსთხოვა.

ანჩელოტის და ფრანგს “რეალში” ერთად უმუშავიათ და ცნობილია, რომ იტალიელმა თავის დროზე “ლივერპულიდან” ლუის სუარესის ტრანსფერზე თქვა უარი, რადგან ბენზემას ენდობოდა.

ისიც აღსანიშნავია, რომ იტალიურ და ესპანურ გუნდს შორის საკმაოდ კარგი ურთიერთობაა. “აძურის” ღირსებას დღესაც იცავს მადრიდელთა ყოფილი ფეხბურთელები – ხოსე კალეხონი და რაულ ალბიოლი. თავის დროზე კი, გონსალო იგუაინიც “სანტიაგო ბერნაბეუდან” აღმოჩნდა “სან პაოლოზე”.

აქვე გეტყვით, რომ ბენზემამ 2017-2018 წლების სეზონში 41 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა.

0.110697