კალათბურთი

14:25 | 17.05.2018 | ნანახია 2401 - ჯერ

"ჰიუსტონ როკეტსი" სერიაში არ ჩამორჩა, ზაზა პარკეტზე გამოჩნდა (+VIDEO)

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ფინალში ანგარიში გათანაბრდა. “ჰიუსტონ როკეტსმა” “გოლდენ სტეიტ უორიორზს” მშობლიურ “ტოიოტა ცენტრიდან” მეორე გამარჯვება არ გაატანა.

“როკეტსი” მთელი თამაში სჯაბნიდა მეტოქეს და ოთხივე პერიოდი რომ მოუგო, ეს შემთხვევითობა არ ყოფილა. სხვაობაც სოლიდური გამოვიდა – 127:105. მაიკ დ’ანტონის გუნდმა მეტოქე გუნდური კალათბურთის ხარჯზე დაამარცხა. ჯეიმს ჰარდენმა, პი ჯეი ტაკერმა, ერიკ გორდონმა და ტრევორ არიზამ “მეომრებს” ჯამში 95 ქულა ჩაუგდეს.

ჰარდენმა 27 ქულა, 10 მოხსნა, გორდონმა 27 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, ტაკერმა 22 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი, არიზამ 19 ქულა, 6 პასი, 4 მოხსნა, ხოლო კრის პოლმა 16 ქულა, 6 პასი და 4 მოხსნა შესძინეს გუნდს.

მაშინ, როდესაც “გოლდენ სტეიტის” რიგებში კევინ დურანტი 38 ქულით გამოირჩა და მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა. თუმცა, თანაგუნდელბემა მას მხარი ვერ აუბეს. სტეფ კარიმ მხოლოდ 16 ქულა მოუტანა “უორიორზს”, ხოლო კლეი ტომპსონმა 8 ქულით დაასრულა შეხვედრა.

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას – ქართველ ცენტრს ამჯერად მიეცა მოედანზე გასვლის საშუალება: 5:18 წუთში ჩვენებურმა 5 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარება გაახერხა.

სერიაში ანგარიში გათანაბრდა – 1:1. მომდევნო მატჩი ოკლენდში 21 მაისს გაიმართება.

“ჰიუსტონ როკეტსი” – “გოლდენ სტეიტ უორიორზი” 127:105 (26:21, 38:29, 31:29, 32:26) VIDEO

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:34 | 18.05.2018
Swiss Maestro (7735)

federerjamesliverpooldelpotro დაცვა და პასი დალშე მეტი რითი კიდევ გააგრძძელე გისმენ დაცვა და პასი დე სულ ეგააა

23:54 | 18.05.2018
federerjamesliverpooldelpotro (7996)

ხო და მეტი რა გითხრა აქ სათამაშო კომპონენტებზე იყო საუბარი სადაც პოლმა თქვა სროლის გარდა ყველაფერში ვჯობივარო არის დანარჩენის პასი დაცვა სათამაშო ინტელექტი რო უფრო დიდი აქვს პოლს იასნია ბეჭდებზე და მვპზე საუბარი არ ყოფილა

13:20 | 19.05.2018
Swiss Maestro (7735)

და სათამაშო ინტელექტს შენ როგორ აღიქვამ და აფასებ გააჩნია შენ რას თვლი საკალათბურთო ინტელექტად ჯერ რომ საერთოდ ყველაფერს თავი დაანებო სანახაობით სილამაზით და მრავალფეროვნებით ენ ხარსხში უკნიდან ტყ.....ს კარი პოლს და თავისი პასი გაიკეთოს უკან პასი რომ იცის მაგიტომაც არის კონფერენციის ფინალეზე რომ ლოცულობდა მთელი ცხოვრება

14:29 | 19.05.2018
federerjamesliverpooldelpotro (7996)

კონფერენციიდ ფინალს რო ნატრულობდა ყ ეა მერე ფინალში რო ვერ გავიდა მარა კარის უფრო გაუმართლა უფრო კარგ ორგანიზაციაში მოხვდა.როგორც პირველი ნომერი გამთამაშებელი პოლი მაღალი კლასია პასები უკამ გაიკეთოს შენ თუ არ გევასება სხვა თემაა ჩემთვის პასის კულტურა შენთვის სამიანის სროლა.კარი უკეთესი მსროლელია პოლი უკეთესი გამთამაშებელი

11:47 | 18.05.2018
Swiss Maestro (7735)

federer (17) თუ რამე გამეგება კალათბურთის ზეგ ოკლენდში ჰიუსტონს დედა არ ეყოლება ბრინჯივით დაშლიან ამ პლეიოფების ლუზერ პოლის რომელიც ამ სიბერეში აიხდინა ოცნება რომელსაც სახელად კონფერენციის ფინალი ქვია და გამოდის და პლატობს კარიზე მაგარი ვარო მეო ერთი ქროსოვერი გაუკეთა თავისი ჭკუით როცა ხელი კრა აიკიდოს ილეთით და პარკეტზე დავარდა კარი როცა მსაჯებმა მილიონ პროცენტიანი ფოლი გაუტარეს ვნახოთ ერთი ორაკლ არენაზე ვინ ვიზე მაგარი იქნება კარი შენი კარგის ტ...კიც თუ ეს იტერპოლით საძებნი კაცი ნაკერავში არ გაარღვიო

13:34 | 18.05.2018
federerjamesliverpooldelpotro (7996)

პოლმა სათამაშო კომპონენტებს გაუსვა ხაზი და თქვა სროლის გარდა სხვა მონაცემებში უკეთესი ვარო და ტყუილიც არაფერი უთქვამს დაცვაც და პასზე არაფერს ვამბობ ბევრად უკეთესი აქვს პოლს

12:12 | 18.05.2018
federer (17) (13421)

კი იოლად მოიგო ჰიუსტონმა ეს თამაში, მაგრამ არა ისე როგორც ანგარიშიდან ჩანს მეოთხე პერიოდის პირველ ნახევრამდე 10-12 ქულაში იყო გოლდენი და დაძაბულობა მაინც იგრძნობოდა და ბოლო წუთებზე გაიზარდა სხვაობა და მეც თუ რამე მესმის ძმაო კალათბურთის ჰიუსტონმა მაქსიმუმი აჩვენა მგონი და ჯერ გოლდენს 50%-60% ზე მეტი არ უჩვენებია და მგონია რომ ორივე თამაშს იოლად მოუგებენ სახლშიი

12:26 | 18.05.2018
Swiss Maestro (7735)

2 თამაში შუაზე გაარღვევენ არ არებობს გრინმა და კარიმ ზედიზედ მესამე თამაში წააგონ გამორიცხულია ჰიუსტონმა კიდევ იმიტომ მოიგო რომ კლეის ცჰაუვარდა თამაში არადა კლეი ყველაზე სტაბილური იყო პლეიოფში და მარტო კეიდიმ ვეღარ გაქაჩა იცი ყველაზე მეტად რა მინდა ჰიუსტონიდან ყველას წაუვიდეს თამაში თავისი ბენჩIანად და გოლდენიდან კიდე გრინიმ კლეიმ კარიმ და კეიდიმ თავიანთი თამაშები ითამაშონ ამ 4 კაცს თამაში რომ წაუვა რაგაც სასწაული საყურებელი იქნება

00:06 | 18.05.2018
baxt (1174)

ვფიქრობ, მაინცდამაინც არ შეაკლა გოლდენმა თავი, მისია პირველ თამაშში შეასრულა, მოედნის უპირატესობა წაართვა ჰიუსტონს, ახლა ორივე თამაშში, სახლში ყველაფერს დადებს გამარჯვებისთვის.

01:38 | 18.05.2018
federer (17) (13421)

ისე წაუვიდათ სროლები ჰიუსტონის კალათბურთელებს წარმოუდგენელია მსგავსი რამე კიდე გააკეთონ.
9-6 სამიანი ჩააგდო გორდონმა
6-5 სამიანი ჩააგდო ტაკერმა და ჯამში 9-8 სროლა
ასევე არიმამაც 9-7 ბურთი ჩააგდო და არამგონია სხვა დროსაც მსგავსი შედეგი დადონ და არც მესამე მექულე კლეი ტომპსონი გაჩერდება 8 ქულაზე და არც სტეფი 16 -ზე და არც გრინი დაჯერდება ამ თამაშივით სამ ექვსიანს

19:21 | 17.05.2018
geogreece. (75)

3 წლის წინ ჰიუსტონი-ოკლაჰომას მეტობა მქონდა 220-ზე მეტი პირველი ტაიმდსში 150 ქულამდე ჩავარდა მესამე და მეოთხე პერიოდში 60 ბოლო მეოთხე პერიოდი 11-15 დასრულდა ტუ არ ვცდები ზუსტად არ მახსოვს ანგარიშები მაგრამ მახსოვს ის რომ დაჯე ანტირეკორდი დამყარდა ყველაზე ნაკლები ქულა ბოლო პერიოდში
ვისაც გახსოვთ ეს თამაში ზუსტად დაწერეთ
პ.ს საკაიფო თანხას ვიგებდი )

19:21 | 17.05.2018
geogreece. (75)

მას შემდეგ დურანტი მეზიზღება

17:14 | 17.05.2018
aulol besoi (667)

კორბენ

და ის მე7 თუ ჰიუსტონმა მოიგო, ხო მთლად სასწაული და ახდენილი ოცნება...დდდდდდდ

17:02 | 17.05.2018
Swiss Maestro (7735)

NBA | ვინ გახდება MVP? ყველა კატეგორიის 3-3 კანდიდატი ცნობილია!ვინ იქნება NBA-ს 2017/2018 წლების სეზონის MVP?
3 ფინალისტი ცნობილია - სიაში ვესტბრუკი ვერ მოხვდა
NBA-მ 2017/2018 წლების სეზონის MVP-ს წოდების სამი ფინალისტი დაასახელა - ესენი არიან: ენტონი დევისი (ნიუ ორლეანსი), ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი) და ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი).

ლებრონ ჯეიმსი 2009-დან 2013 წლამდე ოთხჯერ იყო სეზონის MVP, დევისს და ჰარდენს კი ეს წოდება არასდროს მოუგიათ!
ჯეიმს ჰარდენი (მარცხნივ) ჰიუსტონის ლიდერია და ჩემპიონობისთის იბრძვის
ჯეიმს ჰარდენი (მარცხნივ) ჰიუსტონის ლიდერია და ჩემპიონობისთის იბრძვის
ენტონი დევისმა ნიუ ორლეანს პელიკანსი კონფერენციის ნახევარფინალამდე გაიყვანა, სადაც გოლდენ სტეიტთან დამარცხდა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ MVP-ს საბოლოო კანდიდატებს შორის მოქმედი ჩემპიონის ვერცერთი ვარსკვლავი ვერ მოხვდა - სიაში ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, კევინ დურანტს ელოდნენ (სტეფ კარის ტრავმების გამო ბევრი გაუცდა).

ჯეიმს ჰარდენი, რომელმაც 2015 და 2017 წლებში MVP-ს კანდიდატებს შორის მეორე ადგილი დაიკავა, რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდის, ჰიუსტონის ლიდერია და როკეტსთან ერთად NBA-ს ფინალში გასასვლელად იბრძვის. ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს ლებრონ ჯეიმსიც, რომელმაც ამ სეზონში არაერთი რეკორდი დაამხო. თუმცა, მისი კლივლენდი ბოსტონ სელტიკსთან სერიაში 0:2 მარცხდება და, შესაძლოა, ლებრონი ფინალში ვერ ვნახოთ.

შარშან, სეზონის MVP “სამმაგი დუბლების მანქანა” რასელ ვესტბრუკი გახდა!
ცნობილია სხვა კატეგორიების ფინალისტებიც - გამარჯვებულები 25 ივნისს გამოვლინდება.

სეზონის MVP:
ენტონი დევისი (ნიუ ორლეანს პელიკანსი)
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონ როკეტსი)
ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდ კავალიერსი)

წლის Rookie (საუკეთესო ახალგაზრდა):
დონოვან მიტჩელი (იუტა ჯაზი)
ბენ სიმონსი (ფილადელფია)
ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონ სელტიკსი)

საუკეთესო მე-6 მოთამაშე:
ერიკ გორდონი (ჰიუსტონ როკეტსი)
ფრედ ვანვლიტი (ტორონტო რეპტორსი)
ლუ უილიამსი (ლოს ანჯელეს კლიპერსი)

საუკეთესო დაცვითი მოთამაშე:
ენტონი დევისი (ნიუ ორლეანს პელიკანსი)
ჯოელ ემბიიდი (ფილადელფია)
რუდი გობერტი (იუტა ჯაზი)

საუკეთესო გაუმჯობესებული მოთამაშე:
კლინტ კაპელა (ჰიუსტონ როკეტსი)
სპენსერ დინვიდი (ბრუკლინ ნეტსი)
ვიკტორ ოლადიპო (ინდიანა პეისერსი)

საუკეთესო მწვრთნელი:
დუეინ კეისი (ტორონტო რეპტორსი)
ქუინ სნაიდერი (იუტა ჯაზი)
ბრედ სტივენსი (ბოსტონ სელტიკსი

17:09 | 17.05.2018
federerjamesliverpooldelpotro (7996)

MVP ჰარდენი.რუქი თუ რეგურალური ითვლება სიმონსი.მე-6 მოთამაშე ლუ უილიამსი.საუკეთესო მცველი დევისი.გაუმჯობესებელი მოთამაშე ოლადიპო.მწვრთნელი სტივენსი

17:13 | 17.05.2018
Swiss Maestro (7735)

თუ რეგულარული არ ითვლება მაშინ სიმონსს უეჭველი სამში გრძელი ეკუთვნის უდავოდ

17:15 | 17.05.2018
federerjamesliverpooldelpotro (7996)

თუ ფლეიოფსაც ჩათვლიან კი ეგრეა ტატუმიც და მიტჩელიც უკეთესები არიან ბევრად მარა რეგურალური ძაან დონე ქონდა სიმონსს.ფლეიოფი ჩააგდო თორე ამ საკითხზე კამათიც არ იქნებოდა

17:18 | 17.05.2018
Swiss Maestro (7735)

მერედა სად რეგულარული და სად პლეიოფი

18:35 | 17.05.2018
federerjamesliverpooldelpotro (7996)

ეგ იასნა კალათბურთელის მონაცემები ფლეიოფში ჩანს ზუსტად

17:06 | 17.05.2018
Swiss Maestro (7735)

მვპ იასნად ვართენა იქნება საუკეთესო მწვრთნელი ბრეს სტივენსი გაუმჯობესებული მოთამაშე ვიქტორ ოლადიპო მე-6 მოთამაშე ლუ ვილიამსი ამათ წყალი არ გაუვათ დალშე არ ვიცი ხო კიდე იმის თქმა შეიძლება რომ რუქი ან მიტჩელი და ტატუმი გახდება სიმონსმა მაგრად ჩაიქაქა და არა მგონია მე მინდა რომ ტატუმი გახდეს ძალიან რუქიე

17:10 | 17.05.2018
Swiss Maestro (7735)

ლოგიკით წლის დიფენსი წარბა უნდა გახდეს

16:37 | 17.05.2018
BEERTRANCE (96498)

სერია რო იძაბება კაია და ანგარიშები დაძაბონ ახლა

15:21 | 17.05.2018
ani-federer 20 (4101)

კარი არაა ხო ფორმაში

15:08 | 17.05.2018
კორბენ ტანჯული (11023)

მართალს ამბობს მათე, დურანტს ვერ გააჩერებ. ლებრონს კიდე მოუხერხებ რაღაცას, გაანერვიულებ ან იმითვე დაუპირისპირდები რაც თავად აქვს - ჯანით.
მაგრამ კეიდი ემოციური თვალსაზრისით არც არაფერია, მანქანაა. დიდი სიმაღლე, უგრძესი ხელი (თანაც უზუსტესი), დიდი ნახტომი და მაღალი დონის თანაგუნდელები. რა გინდა რო ქნა ?
უნდა ქნა ის, რაც გააკეთა ჰიუსტონმა - გუნდურობა უნდა დაუპირისპირო. თავდაჯერების ამბავში ტეხასელებს არ აქვთ პრობლემა, მათ ხომ რეგულარულშიც აჯობეს გოლდენს და ეს უმნიშვნელო მომენტი სულაც არაა.
თუ მართლაც მოახერხა როკეტსმა და ოკლენდიდან თამაში წამოიღო, მერე მართლაც რომ ოგოგოოოო სერია გველოდება. 5-ე, 6-ე თამაშები იქნება ზღაპარი და თუ 7-ეც გვაჩუქეს მთლად უკეთესი

17:13 | 17.05.2018
federerjamesliverpooldelpotro (7996)

ჰიუსტონისთვის დურანტი როგორი ტანჯვაცაა იგივე იქნება ლებრონა.ფიზიკურად ძლიერი მცველი უნდა წინახაზში ჰიუსტონს შეცდნენ რო არ დაიმატეს იყო იგუდალაზე ლაპარაკი წინა ზაფხულს და ახლაც გაიხსენეს ჰიუსტონში ნეტა დაგვემატებინაო.დურანტი არიზას სიმაღლეში მბამუტეს და კაპელას სისწრაფეში ნებისმიერ დროს მოუგებს პირველ თამაშში იყო ეპიზოდები როცა პოლი იყვანდა დურანტს ეპიზოდებში შეუქმნა პრობლემები მაგრამ სიმაღლეში ისეთი სხვაობაა ვერაფერს იზავს პოლი აი ლებრონა რო შევარდება არიზას და კაპელას ერთად ჩატენის ბურთიანა ფარში ასე რომ შეცდა როკეტსი თუნდაც იგუდალა რო არ დაიმატა

17:31 | 17.05.2018
Swiss Maestro (7735)

სიმაღლეში ტონი ალენთანაც 18სმ უპირატესობა ქონდა კეიდის მაგრამ ტონი სახეს აფხრიწავდა რასაც ქვია

18:34 | 17.05.2018
federerjamesliverpooldelpotro (7996)

ალენი გენიალური დამცველი იყო თავის დროზე 10არიზას ჯობს ერთად

14:42 | 17.05.2018
ირაოლა (223)

ეგ ერთი და კიდევ სამი....

14:40 | 17.05.2018
federerjamesliverpooldelpotro (7996)

გამოცოცხლდა სერია სწორად ამ გუნდური კალათბურთით თუ დაუპირისპირებს რამეს ჰიუსტონი გოლდენს დურანტის გამჩერებელი უბრალოდ არაა გუნდში ვნახოთ გასვლაზე თუ წამოიღებენ თამაშს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.467756