ფეხბურთი

14:19 | 12.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი - იტალიელთა ახალი მესაჭე

იტალიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი იქნება. Sky Sport-ის ინფორმაციით, მანჩინისა და სანქტ-პეტერბურგის “ზენიტს” შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი 14 მაისს გაწყდება და იტალიელი “სკუადრა აძურას” ჩაიბარებს.

აღსანიშნავია, რომ რობერტოს რუსულ გუნდთან ხელშეკრულება 2020 წლამდე აკავშირებდა და ამ დროის განმავლობაში 13 მილიონი ევრო უნდა მიეღო, მაგრამ აღნიშნულ თანხაზე უარი თქვა და კლუბს დატოვებს.

მანჩინის დებიუტი იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 28 მაისს, საუდის არაბეთთან სპარინგში შედგება. კონტრაქტი 2020 წლამდე გაფორმდება და გასამარჯელო წელიწადში 2 მილიონი ევრო იქნება.

რობერტო მანჩინის თავის დროზე "ფიორენტინა", "ლაციო", "ინტერი", "მანჩესტერ სიტი" და "გალათასარაი" გაუწვრთნია.

0.109441