ფეხბურთი

19:25 | 10.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

სტეფან დე ვრეი და "ინტერი" გადაწყვეტილია

რომის “ლაციოსა” და ჰოლანდიის ნაკრების მცველი სტეფან დე ვრეი დამდეგი სეზონიდან მილანის “ინტერში” ითამაშებს. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ყველაფერი გადაწყვეტილია, მხარეები უკვე შეთანხმდნენ და “ნერაძურის” მხრიდან კონტრაქტი უკვე მზადაა.

ჰოლანდიელი, რომელსაც “ლაციოსთან” ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურება, “ინტერს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 4.2 მილიონ ევროს მიიღებს ანაზღაურების სახით.

სტეფან დე ვრეი “ლაციოში” 2014 წლიდან თამაშობს. 26 წლის ჰოლანდიელმა მიმდინარე სეზონში 45 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

0.159095