ფეხბურთი

16:10 | 7.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ითამაშებს თუ არა რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში?

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ “ბარსელონასთან” (2:2) მატჩის პირველ ტაიმში კოჭის ტრავმა მიიღო და შესვენებაზე ზინედინ ზიდანმა მის ნაცვლად მარკო ასენსიო ჩართო თამაშში.

როგორც “სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელი აცხადებს, რონალდუს ესაუბრა და საგანგაშო მდგომარეობა არაა.

“ამჟამად კრიშტიანუ კარგად ნამდვილად არაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ სერიოზული პრობლემა არ იქნება. შეშფოთებულები არ ვართ, რადგან ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს. არ ვიცი, რა დრო დასჭირდება ტრავმის მოშუშებას, მაგრამ რონალდუმ მითხრა, რომ სერიოზული არაფერია”, - განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 26 მაისს, კიევში გაიმართება, “რეალი” ინგლისურ “ლივერპულს” დაუპირისპირდება.

0.125402