ფეხბურთი

19:50 | 2.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბენიტესი და დავიდ ლუისი “ნაპოლის” დაუკავშირეს

ლონდონის “ჩელსის” მცველი დავიდ ლუისი, შესაძლოა, “ნაპოლიში” გადავიდეს. The Sun-ის ინფორმაციით, “არისტოკრატებს” ნეაპოლელთა სენეგალელი ფეხბურთელის, კალიდუ კულიბალის შეძენა სურთ და ტრანსფერში ბრაზილიელის ჩართვას აპირებენ.

გარდა ამისა, “ნაპოლიში” დიდი ალბათობით, რაფაელ ბენიტესი დაბრუნდება, რომელიც “სან პაოლოზე” 2013-2015 წლებში უკვე მუშაობდა.

“ნაპოლის” თავკაც მაურიციო სარის მიმდინარე სეზონის ბოლოს კონტრაქტი უმთავრდება და სავარაუდოდ, გუნდს დატოვებს. რაც შეეხება დავიდ ლუისს, მას კონტე იშვიათად ენდობოდა. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110659