ფეხბურთი

17:07 | 28.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" სარის ესაუბრება

ლონდონის “ჩელსის” ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს. მიუხედავად იმისა, რომ ანტონიო კონტეს “არისტოკრატებთან” ხელშეკრულება 2019 წლამდე აკავშირებს, თითქმის გადაწყვეტილია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს.

შესაბამისად, რომან აბრამოვიჩმა უკვე დაიწყო მისი შემცვლელის ძიება. Tuttosport-ის ინფორმაციით, კონტეს შესაძლო შემცვლელად “ნაპოლის” თავკაცი მაურიციო სარი განიხილება. 59 წლის სპეციალისტის აგენტი ალესანდრო პელეგრინი უკვე ლონდონშიც ჩასულა და “ჩელსის” ბოსებთან შეხვედრა გაუმართავს.

ლონდონურ გუნდს უკვე მზად აქვს კონტრაქტიც, რომლის თანახმადაც სარი სეზონში 5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსები დაემატება.

ჯერჯერობით აღნიშნულზე სარი კომენტარს არ აკეთებს და მთლიანად სეზონის ფინიშზეა კონცენტრირებული, რადგან მის გუნდს სკუდეტოს მოგების შანსი აქვს.

0.11923