ფეხბურთი

21:00 | 25.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰენდერსონი კომაში მყოფ "ლივერპულის" ქომაგს: "შენ არასოდეს იქნები მარტო" (+VIDEO)

ინგლისური “ლივერპულის” ერთ-ერთი ქომაგი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა. “რომასთან” მატჩის დაწყებამდე ორივე გუნდის გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა, ხოლო “წითლების” ერთი ქომაგი მძიმედ დაშავდა.

ბრიტანული მედიის ცნობით, კომაში იმყოფება. ინციდენტთან დაკავშირებით “ლივერპულმა” ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

“კლუბის მთავარი მიზანია, რომ გულშემატკივრების უსაფრთხოება უზრუნველყოს თამაშის დაწყებამდე. მატჩის საყურებლად მიმავალი ადამიანები არ უნდა გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი. “ლივერპული” მადლობას უხდის საგანგებო სიტუაციების სამსახურსა და ფან-კლუბის წევრებს, რომლებიც დაუყოვნებლივ დაეხმარნენ დაშავებულებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქომაგის ჯანმრთელობის საკითხს სოციალური ქსელის მეშვეობით “წითლების” კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი გამოეხმაურა და დაწერა, რომ ის არასოდეს იქნება მარტო:

“ყველა ფეხბურთელის ფიქრები და ლოცვა “ლივერპულის” იმ გულშემატკივრის მიმართაა, რომელიც საავადმყოფოშია გუშინდელი შემთხვევის შემდეგ. ის მოდიოდა სტადიონზე, ჩვენს მხარდასაჭერად. ერთადერთი შედეგი, რასაც ახლა ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს ოჯახში მისი დაბრუნებაა. შენ არასოდეს იქნები მარტო”, - დაწერა ჰენდერსონმა.

განცხადებას გაავრცელა უეფამაც:

“უეფა შოკირებულია იმ უბედურებით, რომელიც წინ უძღოდა “ლივერპულისა” და “რომას” შეხვედრას. ჩვენ ფიქრები ახლა მსხვერპლსა და მის ოჯახს უკავშირდება. ამ თავდასხმის ავტორების ადგილი ფეხბურთში არაა და საჭიროა მაქსიმალური სიმკაცრის გამოჩენა. სანამ დისციპლინური კომიტეტი გადაწყვეტილებას მიიღებს, სრული ანგარიშის მიღებას უნდა დაველოდოთ”.

“ლივერპულისა” და “რომას” გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება “ენფილდ როუდის” მახლობლად, მატჩის დაწყებამდე მოხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113386