ფეხბურთი

17:30 | 23.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ინსინიე: “იუვენტუსმა” ფინალი წააგო? ამას მიჩვეულია”

იტალიური “ნაპოლის” თავდამსხმელმა ლორენცო ინსინიემ “იუვენტუსთან” (1:0) გამარჯვების შემდეგ მეტოქის მისამართით ირონიული კომენტარი გააკეთა.

ჟურნალისტის კითხვა ასეთი იყო:

- მათ განაცხადეს, რომ ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ტოლფასი მატჩი იყო და წააგეს...

ლორენცოს პასუხმა არ დააყოვნა:

- არაფერია, ისინი ამას მიჩვეულები არიან.

ლორენცო ინსინიემ ამით ხაზი გაუსვა “იუვენტუსის” წაგებულ ფინალებს ჩემპიონთა ლიგაზე.

შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს სატურინირო ცხრილში “ნაპოლი” პირველ ადგილზე მყოფ “იუვენტუსს” 1 ქულით ჩამორჩება, ხოლო სეზონის ფინიშამდე 4 ტურია დარჩენილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125098