ფეხბურთი

21:31 | 21.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

მექსიკაში ევროპა ლიგის თასი მოიპარეს

მექსიკაში ევროპა ლიგის თასი მოიპარეს. ევროპული საკლუბო ფეხბურთის რანგით მეორე ტურნირის მთავარი ჯილდო ამერიკის ტურის ფარგლებში მოგზაურობს და ამჟამად მექსიკაში იმყოფება, სადაც ქალაქ ლეონში ინციდენტი მოხდა.

თასი მოიპარეს, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა – მალევე იპოვეს. როგორც ირკვევა, თასს დაზიანებები არ აღენიშნება და პირვანდელ ადგილზე იქნა დაბრუნებული. ამ ეტაპზე სხვა დეტალები არ სახელდება.

ევროპა ლიგის თასი ტურნირის ფინალამდე, რომელიც 16 მაისს, ლიონში გაიმართება, სხვადასხვა ქვეყნებში იმოგზაურებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ნახევარფინალში ლონდონის “არსენალი” მადრიდის “ატლეტიკოს”, ხოლო “ზალცბურგი” მარსელის “ოლიმპიკს” ხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114445