ფეხბურთი

18:20 | 19.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი კუცია 2 თვე იუქმებს

თბილისის “დინამოს” ნახევარმცველი გიორგი კუცია თამაშს 2 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. როგორც დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 18 წლის ფეხბურთელმა დღეს მენისკის ოპერაცია გაიკეთა.

კუცია გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშის დაწყებას დაახლოებით 2 თვეში შეძლებს.

კუციამ, რომელმაც მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგაში 5 მატჩი ჩაატარა (1 გოლი), ტრავმა საჩხერის “ჩიხურასთან” მატჩში მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100616