ბლოგი

16:57 | 15.04.2018 | ნანახია 1400 - ჯერ

რამდენიმე მოსაზრება 11 აპრილის მატჩზე

ალბათ ეჭვგარეშეა, რომ 11 აპრილს, მადრიდში, ლეგენდარულ “სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართული მადრიდის “რეალისა“ და ტურინის “იუვენტუსის“ მატჩი კიდევ დიდი ხნის მანძილზე იქნება კამათის საგანი და იმასაც ვეჭვობ, რომ წლების შემდეგ კიდევ იმსჯელებენ მსაჯის გადაწყვეტილების ლოგიკურობაზე, პენალტის დასადებობა-არდასადებობაზე, ჯანლუიჯი ბუფონის გაძევების მიზეზებზე და ზოგადად იმაზე, სამართლიანად დასრულდა თუ არ ეს შეხვედრა.

მნიშვნელოვან მატჩებს მუდმივად სდევს ინტრიგა და რომელი გუნდის თავგადაკლული ქომაგიც კი არ უნდა იყო, მაინც უნდა აღიარო ის, რომ ფეხბურთის გულშემატკივრობა ხშირად ყველას გვაკარგვინებს ობიექტურობას და შეიძლება ჩვენც კი დავდგეთ და თეთრზე ვამტკიცოთ რომ შავია და პირიქით. თუმცა, ამჯერად ვძლიოთ საკუთარ სურვილებს, გულისტკენებს და ვეცადოთ ობიექტურად გადავხედოთ იმ მოვლენებს, რაც რამდენიმე დღის წინ ესპანეთის დედაქალაში განვითარდა. ნუ, შევეცადოთ მაინც... ამ საკითხზე ჩემს მოსაზრებებს პუნქტობრივად ჩამოვწერ.

  1. მადრიდის “რეალი“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფეხბურთო კლუბია, ყავდა, ყავს და ეყოლება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები, მომავალში კიდევ მრავალ ტურნირს მოიგებს და ნამდვილად არ რგებს მის იმიჯს, რომ მატჩის ბოლო წუთზე დანიშნული სადავო (თუნდაც სწორად დადებული) პენალტით გავიდა შემდეგ ეტაპზე.
  2. ფეხბურთის წესებს სკუპულოზურად რომ გავყვეთ, პენალტი შეიძლება დასადები იყო, მაგრამ იგივე სიტუაციაში მსაჯი დაუდებდა პენალტს ტურინელებს?
  3. არაფერი დასაძრახი და სათაკილო არაა კრიშტიანუ რონალდუს საქციელში, რომელმაც პენალტის გატანა დიდი ემოციებით აღნიშნა. პენალტს გატანა უნდა და სიხარულს კი ვინ როგორ გამოხატავს მისი საქმეა.
  4. ჩემპიონთა ლიგაზე მსაჯების დონე ზოგადად ვერ უძლებს კრიტიკას. ამ წყვილის პირველ მატჩში ტურინის “იუვენტუსსაც“ და “რეალსაც“ არ დაუდეს 100%-იანი პენლები და კაცმა არ იცის იმ 11 მეტრიანების დადების შემდეგ მეორე მატჩში მოვლენები როგორ წარიმართებოდა.
  5. ჯანლუიჯი ბუფონის გაძევება მსაჯის მხრიდან იყო მიუტევებელი საქციელი და უნამუსობა. მით უმეტეს, როდესაც მსაჯმაც და ყველამ კარგად ვიცით თუ ვინაა ბუფონი, რა გაუკეთებია და იმსახურებს თუ არა ასეთ მოპყრობას.
  6. ტურინის “იუვენტუსი“მხოლოდ პატივისცემას, დაფასებას და აღიარებას იმსახურებს. ამ გუნდმა ფაქტობრივად წარმოუდგენელი რამ შეძლო და რომ არა უიღბლობა და მსაჯის საკამათ მოქმედებები, ვინ იცის - ეგებ დიდი სასწაულიც გამოეჭედა!
  7. ტურინელი ქომაგები ბევრად უფრო ღირეულად შეხვდნენ მარცხს, ვიდრე მადრიდელები მარცხსა და გამარჯვებას. შეგახსენებთ, რომ იტალიელებმა პირველი მატჩის გმირი - პორტუგალიელი რონალდუ ოვაციებით გააცილეს მოედნიდან, განმეორებით მატჩში კი ფანტასტიურად მოთამაშე “იუვენტუსისათვის“ დაფასებას ვინ ჩივის - სტვენისა და კრულვის მეტი არაფერი გაუმეტებიათ.
  8. ცხოვრებაც გრძელდება და ფეხბურთის ისტორიაც. ხვალ ვის სად დაუცდება ფეხი არ ვიცით.
  9. ჯიჯი ბუფონი დიდებული კაცია!

სათქმელი ალბათ კიდევ ბევრია და ყველას ჩვენ-ჩვენი აზრებიც გვექნება. მაგრამ მოდით ამჯერად ეს ვიკმაროთ...

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
04:00 | 18.04.2018
O. Mertskhali (1820)

ავტორო, სადმე გეხსენებია, იუვეს და იტალიური ფეხბურთის ფანი ვარო და ყველაფერი გასაგები გახდებოდა )
რეალი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კი არა, ყველაზე დიადი საფეხბურთო კლუბია და ეს ოფიციალურადაცაა აღიარებული ))
2-ე პუნქტი უკომენტაროდ DDDD
8-ე პუნქტი წყევლაა, ალბათ DDDDD
'თუ შეიძლებოდეს', ასეთი სტატია მაშინ გამოაცხვეთ საქართველოს ნაკრებს რომ დაჩაგრავენ მსაჯები... ობიექტურურობასაც არავინ მოგთხოვთ... მხოლოდ, სულ მცირე ვაჟკაცობაა საჭირო ))

14:51 | 17.04.2018
kakhaberry (2278)

(თუნდაც სწორად დადებული) - ეს რა მაფია იყო ვითომ

14:49 | 17.04.2018
kakhaberry (2278)

ობიექტურად შევაფასოთო და ასეთი სუბიექტური შეფასება იშვიათად მინახავს

ვითომ ასეთი შეფასების წინ იმის თქმა, რომ ობიექტურად შევაფასოთო, დამაჯერებლობას მატებს ნათქვამს? :დდ

13:04 | 16.04.2018
ფეხბურთი ფარსელონაა !!! (KORBEN) (10630)

ავტორ რატომ ცხრა პუნქტი ? ბარემ დაგემრგვალებინა.
მიგეწერა, რომ ოლივერი პრინციპული და სამართლიანი მსაჯია. მთელი თამაში დიდებულად იმუშავა ბოლო, საკვანძო ეპიზოდის ჩათვლითო.
ხომ ბევრი გვინახავს სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ მოედნიდან გაგდებული ფეხბურთელები ? მეცხრე პუნქტს ვეთანხმები - ჯიჯი დიდებული კაცია, მაგრამ ისიც მოთამაშეა და წითლის ჩვენება "შარავანდედს" არ ჩაუქრობს.

18:12 | 15.04.2018
johnson (6)

დასადებობა-არდასადებობა მაგარი მოიგონე მეტი უაზრო სიტყვა არ მოგეპოვება მარაგში? "ნუ" კიდევ არ არის ქართული. ჰო და მეც მანდ დავამთავრე ამ ე.წ. სტატიის კითხვააა ჩემ მოსაზრებებს ჩამოვწერო და ასეთი ჟურნალისტის მოსაზრება რატომ უნდა გაინტერესებდეს ადამიანს.

18:14 | 15.04.2018
johnson (6)

რუსულია "ნუ".

21:25 | 15.04.2018
raul-iker (5844)

+1; თან ობიექტურობის ნატამალი არ არის სტატიაში

18:04 | 15.04.2018
giorgiusi (637)

შარშან კაშაიმ რაც გააკეთა ყველას კარგად გვახსოვს. მსაჯის შეცდომაზე შეიძლება საუბარი, მაგრამ როდესაც მხოლოდ ერთი გუნდის სასარგებლოდ "ცდება" ყველა მსაჯი უკვე შემთხვევითობა აღარ არის... თუ რამოსმა უკვე ჩაიდინა აკრძალული საქციელი და კომისიის სხდომაც ჩატარდა , ის მაინც განმარტონ რა მოტივით არ გამოატოვებინეს შემდეგი მატჩი?. უკვე გასაგებია ყველაფერი

17:23 | 15.04.2018
BIANCONEROO (92)

რამოსის არ დასჯა უფრო გასაკვირია ამხელა მითქმა-მოთქმის შემდეგ მსაჯებზე ....

სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.074286