ფეხბურთი

16:47 | 14.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "პრემიერლიგაში VAR-ის სისტემა "ჩელსისა" და "მანჩესტერის" გამო არ დაინერგა"

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ამბობს, რომ პრემიერლიგაში VAR-ის სისტემაზე უარი “ჩელსიმ” და “მანჩესტერ იუნაიტედმა” განაცხადეს.

“პრემიერლიგაში ვიდეო გამეორების სისტემა “მანჩესტერისა” და “ჩელსის” გამო არ იქნება. გრანდებიდან სწორედ მათ მისცეს უარყოფითი ხმა. ეს ცვლილება საჭიროა არამხოლოდ ინგლისში, არამედ მთლიანად მსოფლიოში, რადგან მსაჯებს დახმარება სჭირდებათ.

დღეს ფეხბურთი გაცილებით სწრაფია. მსაჯებისთვის ადვილი სულაც არაა გადაწყვეტილების მიღება. მაგალითად, არც კი ვიცით, “იუვენტუსის” წინააღმდეგ პენალტი იყო თუ არა”, - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, პრემიერლიგის გუნდებმა უარი განაცხადეს VAR-ის სისტემაზე და დამდეგ სეზონში იგი ისევ სატესტო რეჟიმში, ინგლისის თასზე გამოიყენება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120906