ფეხბურთი

11:36 | 12.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: “ვერ ვხვდები “იუვენტუსი” რას აპროტესტებდა”

მადრიდის “რეალის” ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ “იუვენტუსთან (1:3) მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელის თქმით ის ვერ მიხვდა თუ რა იყო გასაპროტესტებელი.

“სანამ გოლის გატანა მოვახერხე, მარადისობა გავიდა, თუმცა ვერ მივხვდი თუ რა იყო გასაპროტესტებელი. თუ “იუვენტუსი” თამაშის წესებს არ დაარღვევდა, ვასკესი გოლს გაიტანდა.

ნახევარფინალში გასვლის მიუხედავად ეს თამაში ჩვენთვის მაგალითი უნდა იყოს, რადგან ძალიან ახლოს ვიყავით სხვა შედეგთან.

მადლობა ღმერთს, რომ თერთმეტმეტრიანი გოლად ვაქციე. ძალიან ბედნიერი ვარ”, - განუცხადა კრიშტიანუმ უეფას ოფიციალურ ვებგვერდს.

შეგახსენებთ, რომ “სამეფო კლუბი” “იუვენტუსთან” 0:3 მარცხდებოდა, თუმცა ბოლო დამატებით წუთზე მოპოვებული თერთმეტმეტრიანის წყალობით “რეალი” ნახევარფინალში გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113667