ფეხბურთი

23:35 | 4.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

დანილუ მსოფლიოს ჩემპიონატს დაემშვიდობა

“პორტუს” ნახევარმცველი დანილუ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. როგორც “დრაკონების” ვებგვერდი იტყობინება, 26 წლის ფეხბურთელს მარცხენა ფეხზე ტრავმა აქვს და ოპერაციის გაკეთება მოუწევს, რის გამოც მოედანზე 6 თვე ვერ გავა.

ეს იმას ნიშნავს, რომ დანილუ რუსეთში პორტუგალიის ნაკრებს ვერ გაჰყვება. გარდა ამისა, შესაძლოა, ჩაიშალოს მისი ტრანსფერიც – “არსენალი” და “მანჩესტერი” დაინტერესებულნი იყვნენ პორტუგალიელის გადაბირებით.

მიმდინარე სეზონში დანილუმ 30 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. პორტუგალიის ნაკრებში კი მის ანგარიშზე 27 თამაში, 1 გოლი და ევროპის ჩემპიონის ტიტულია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115657