ფეხბურთი

22:47 | 3.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ფენერბახჩეს" ფეხბურთელმა ბათუმის "დინამო" დაასაჩუქრა

სტამბოლის “ფენერბახჩესა” და თურქეთის ნაკრების ფეხბურთელმა შენერ ოზბაირაკლიმ ბათუმის “დინამოს” აკადემიას საჩუქარი გაუკეთა.

როგორც აჭარული გუნდის დირექტორი ოთარ ფედიჩიკინი სოციალურ ქსელში აცხადებს, წარმოშობით ქართველმა ოზბაირაკლიმ “დინამოს” აკადემიის ფეხბურთელებს Adidas-ის ფირმის ბუცები აჩუქა.

28 წლის მცველი, შენერ ოზბაირაკლი “ფენერბახჩეს” ღირსებას 2015 წლიდან იცავს, ხოლო თურქეთის ნაკრებში 13 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.113748