ფეხბურთი

20:20 | 2.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "იუვენტუსი" და "რეალი" ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულია"

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა “იუვენტუსთან” მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მომავალი შეხვედრის შესახებ ისაუბრა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, ეს მისთვის განსაკუთრებული თამაში იქნება.

“რეალისა” და “იუვენტუსის” მატჩები ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან ამ გუნდებმა ძალიან ბევრი მომცეს. მიუხედავად ამისა, როგორც კი თამაში იწყება, ამაზე არ ვფიქრობ. ვიცით, რომ “იუვესთან” რთული მატჩები გველოდება იმიტომ, რომ შარშანდელთან შედარებით უფრო ძლიერია.

ამბობენ, რომ ჩვენ ფავორიტები ვართ, მაგრამ პოზიტიური შედეგი გარანტირებული არ გვაქვს. კარგად უნდა ვითამაშოთ, “იუვენტუსის” დამარცხება თუ გვინდა. ბოლო წლებში ჩვენ ბრწყნვალე შედეგები ვაჩვენეთ და გვინდა ეს ტრადიცია გავაგრძელოთ. ტიტულის დაცვის შანსი ისევ გვაქვს”, - განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსისა” და “რეალის” პირველი მატჩი 3 აპრილს, ხოლო საპასუხო 11 აპრილს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108597