ფეხბურთი

10:24 | 2.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” როდრიგესს გამოისყიდის

მიუნხენის “ბაიერნი” კოლუმბიელი შემტევი ნახევარმცველის ხამეს როდრიგესის თამაშით კმაყოფილია და 26 წლის მოთამაშის გამოსყიდვა სურს.

“რეკორდმაისტერის” წარმომადგენლებმა აღნიშნულის შესახებ უკვე აცნობეს მადრიდის “რეალს” და მზად არიან როდრიგესის სანაცვლოდ 42 მილიონი ევრო გადაიხადონ, თუმცა Marca-ს ინფორმაციით, ამას 2019 წლის ზაფხულში გააკეთებენ.

აქვე გეტყვით, რომ კოლუმბიელი გერმანულ კლუბში 2017-2018 წლების სეზონის დასაწყისში იჯარით გადავდა და მასში “ბაიერნმა” 13 მილიონი ევრო გადაიხადა. რაც შეეხება ხამესის მონაგარს: მიმდინარე სეზონში კოლუმბიელის ანგარიშზე ბუნდესლიგის 18 მატჩში 5 გოლია.

0.116449