ფეხბურთი

14:12 | 26.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრეგასი “არსენალის” მწვრთნელობაზე თანახმაა

ლონდონის “ჩელსის” ესპანელ ნახევარმცველ სესკ ფაბრეგასს ტვიტერზე ერთ-ერთმა გამომწერმა ასეთი კითხვით მიმართა - დაბრუნდება თუ არა “არსენალში”, როგორც მთავარი მწვრთნელი, თუ ამის შესაძლებლობა ექნება?

30 წლის მოთამაშის პასუხმაც არ დააყოვნა:

რა თქმა უნდა.

აქვე გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ ფაბრეგასმა თავად განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდგომ მწვრთნელობას გეგმავს.

“მომავალში მინდა გავხდე მწვრთნელი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს ცხოვრებაში და გეგმები შემეცვალოს. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და მრავალი წელი მსურს ვითამაშო, თუმცა ვეცდები, კარგი მწვრთნელი გავხდე”, - განაცხადა ფაბრეგასმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099526