კალათბურთი

11:20 | 24.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულიას 9 მოხსნა

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” “ატლანტა ჰოუქსს” უმასპინძლა და მეტოქე 106:94 დაამარცხა. ოკლენდელები პირველ ტაიმის შემდეგ აგებდნენ, თუმცა მეორე ნახევარში სხვაობა აღმოფხვრეს და მეტოქეს 12 ქულით აჯობეს.

ქართველმა ცენტრმა სასტარტო 5-ეულში დაიწყო და პარკეტზე 15 წუთი დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 2 ქულა, 9 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა გუნდს. ზაზა მოხსნებში საუკეთესო იყო “უორიორზის” რიგებში, მთლიანად მატჩში კი მხოლოდ დუეინ დედმონს ჩამორჩა (11).

მატჩის განმავლობაში ყველაზე მეტი ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო, რომელმაც პარკეტზე 25 წუთი გაატარა და გუნდს 29 ქულა მოუტანა.

მომდევნო მატჩს “გოლდენ სტეიტი” 26 მარტს “იუტა ჯაზთან” გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121619