ფეხბურთი

17:15 | 23.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მერანმა" სიჭინავა და ბურჯანაძე დაიმატა

საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარმა მარტვილის “მერანმა” ორი ფეხბურთელი, დათა სიჭინავა და შალვა ბურჯანაძე დაიმატა. ეს ინფორმაცია მეგრული გუნდის ფეისბუქგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ბურჯანაძე “მერანმა” “ტორპედოდან” შეუერთდა. იგი პოზიციით ცენტრალური მცველია და გასულ ზაფხულს საქართველოს 19 წლამდე ნაკრების ღირსებას იცავდა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც საქართველოში ჩატარდა.

რაც შეეხება სიჭინავას, ბოლოს “რუსთავში” თამაშობდა. ამ გუნდის რიგებში 29 წლის შემტევმა ეროვნულ ლიგა 2-ში გასულ სეზონში 30 გოლი გაიტანა, საუკეთესო ბომბარდირი გახდა და “რუსთავის” ეროვნულ ლიგაში აღზევებაში უდიდესი როლი ითამაშა. თუმცა, მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდებოდა, რის გამოც გუნდი დატოვა.

სიჭინავამ საფეხბურთო კარიერა ფოთის “კოლხეთი 1913“-ში დაიწყო და თავის დროზე, „გაგრაში“, ბათუმის „დინამოში“, ბრესტის „დინამოში“, ბოლნისის „სიონში“ და ქუთაისის „ტორპედოში“ უთამაშია.

0.167825