ფეხბურთი

23:15 | 17.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "იუვენტუსთან" თამაში არ მინდოდა"

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ჩემპიონთა ლიგის წილისყრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “იუვენტუსთან” თამაში არ სურდა. ფრანგის განცხადებით, მისთვის “ბებერ ქალბატონთან” დაპირისპირება ყოველთვის ემოციურია.

“იუვენტუსში” 5 წელი ვთამაშობდი და ჩემთვის მასთან შეხვედრა ყოველჯერზე ემოციურია. მერჩივნა, რომ “იუვესთან” თამაში არ გვქონოდა, მაგრამ როდესაც დაპირისპირება მოგვიწევს, გრძნობები გვერდზე უნდა გადავდოთ.

“იუვენტუსი” ძლიერია, როგორც გასულ სეზონში და ძალიან რთული მატჩები გველოდება. ჩემი აზრით, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი თანაბარია, 50%-50%”, - განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსისა” და “რეალის” მატჩები 3 და 11 აპრილს გაიმართება. პირველი მატჩი ტურინში გაიმართება, ხოლო საპასუხო მადრიდში.

0.157936