ფეხბურთი

17:56 | 16.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ემილიო ბუტრაგენიო: "იუვენტუსს" გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს და ეს დაამტკიცა"

მადრიდის “რეალის” წარმომადგენელმა ემილიო ბუტრაგენიომ ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შეაფასა. მისი განცხადებით, “იუვენტუსი” დიდი გუნდია და “რეალს” გარანტირებული არაფერი აქვს.

“იუვენტუსი” დიდი გუნდია და ეს “ტოტენჰემთანაც” დაამტკიცა. “ბიანკონერიმ” კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ გამარჯვების მენტალიტეტი აქვს. გულშემატკივარს ორი შესანიშნავი თამაში ელოდება, ხოლო ჩვენ მეტოქე პრობლემებს შეგვიქმნის.

ვნახოთ რა მოხდება. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ “იუვენტუსი” გამოვთიშოთ, რომელსაც ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავს, ვეტერანები და უმაღლეს დონეზე თამაშობენ. საჭირო იქნება, რომ ყურადღებით ვითამაშოთ, ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. ჩვენი გუნდი კრიტიკულ სიტუაციებს კარგად პასუხობს.

ორი ისტორიული გუნდის თამაშია, იმედია, ნამდვილი ზეიმი იქნება. კარდიფი? სამი სეზონის წინ, ნახევარფინალში “იუვენტუსმა” დაგვამარცხა და ეს ამტკიცებს, რომ დეტალებს დიდი მნიშვნელობა აქვს”, - განაცხადა ბუტრაგენიომ.

“იუვენტუსისა” და “რეალის” მატჩები 3-11 აპრილს გაიმართება. პირველი შეხვედრა ტურინში, ხოლო საპასუხო მადრიდში შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111537