ფეხბურთი

15:42 | 10.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხოჭოლავამ კობახიძე და გიორგაძე დაამარცხა

უკრაინის პრემიერლიგის 23-ე ტური ქართული დაპირისპირებით დაიწყო. პოლტავაში “ვორსკლამ” დონეცკის “შახტარს” უმასპინძლა და აღნიშნულ შეხვედრაში სამი ქართველი ფეხბურთელი ვიხილეთ.

სტუმართა რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო და არ შეუცვლიათ დავით ხოჭოლავა (65-ე წუთზე გააფრთხილეს), ხოლო მასპინძელთა რიგებში სანდრო კობახიძე 68-ე წუთზე შეცვალეს, ანდრო გიორგაძე კი თამაშში 46-ე წუთიდან ჩაერთო. მატჩი დონეცკელებმა მოიგეს ადვილად (3:0).

“შახტარი” ლიდერია 54 ქულით, ხოლო “ვორსკლა” 37 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.

0.125706