ფეხბურთი

14:47 | 27.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარისთვის “რეალი” გამოირიცხა

პსჟ-ს თავდამსხმელი ნეიმარი ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის “რეალთან” ვერ ითამაშებს. როგორც პარიზული კლუბის ვებგვერდი იტყობინება, ბრაზილიელის ტრავმა საგანგაშო არ გამოდგა, მაგრამ აღდგენით პროცესი ესპანურ გრანდთან საპასუხო მატჩამდე ვერ მოესწრება.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ტრავმა “მარსელთან” შეხვედრაში მიიღო. 25 წლის შემტევს ფეხი გადაუბრუნდა, რის შედეგადაც მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა.

თავიდან იყო საშიშროება, რომ ტრავმა სერიოზული აღმოჩნდებოდა და ნეიმარს ლაზარეთში დიდი ხნით მოუწევდა გადანაცვლება.

თეგებინეიმარიპსჟ
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117628