ფეხბურთი

17:21 | 20.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე: "სტუმრად გოლის გატანა ადვილი არ იქნება"

კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი “ჩელსისთან” რთულ თამაშს ელოდება. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინგლისურ გუნდებს ახლა კარგი პერიოდი უდგათ.

“სტუმრად გოლის გატანა ადვილი არაა. გვინდა, რომ თამაშის რიტმი შევცვალოთ, რადგან “ჩელსი” ფიზიკურად ძლიერია, თავს კარგად იცავს და კონტრშეტევებზე ჩინებულად თამაშობს. ამ გუნდს თავისი სათამაშო სტილი აქვს.

რთული იქნება, მაგრამ ვეცდებით დადებითი შედეგი ვაჩვენოთ. უკვე რამდენიმე წელია ევროთასებზე ინგლისურ გუნდებს კარგად არ უთამაშიათ, მაგრამ წელს გამონაკლისია. პრემიერლიგა ძლიერი ჩემპიონატია და მათი წარმატებული გამოსვლა გასაკვირი არაა. ჩვენს მეტოქეს კი, შეტევაში ფანტასტიკური ფეხბურთელები ჰყავს – მორატა, აზარი, ჟირუ, პედრო, ვილიანი.

ანტონიო კონტე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და ეს მან არამარტო “ჩელსიში”, არამედ “იუვენტუსსა” და იტალიის ნაკრებშიც დაამტკიცა”, - განაცხადა ვალვერდემ.

შეგახსენებთ, რომ “ჩელსისა” და “ბარსელონას” შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100445