ფეხბურთი

17:53 | 8.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი: "დამარცხებულის მენტალიტეტი მაქვს"

ეგვიპტის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ექტორ რაულ კუპერი თვითკრიტიკულია. არგენტინელი სპეციალისტის განცხადებით, წაგებული მენტალიტეტის მწვრთნელია და მისთვის რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს რეალობაა.

“ვინც ამბობს, რომ წაგებული მენტალიტეტის მწვრთნელი ვარ, სიმართლეა. ფინალებში გამარჯვებას ვერასდროს მივაღწიე. “ვალენსიასთან” ერთად ორჯერ წავაგე ფინალში “რეალთან” და “ბაიერნთან”, ხოლო “მალიორკაში” თასების თასზე “ლაციოსთან”.

მომწონს თუ არა, მოურინიომ ყველა ფინალი მოიგო. მას აქვს ის, რაც მე მაკლია. ერთია მიხვიდე ფინალამდე და მეორე გაიმარჯვო ფინალში", - განაცხადა კუპერმა.

შეგახსენებთ, რომ ექტორ რაულ კუპერი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2008-2009 წლებში წვრთნიდა და შესარჩევი ციკლი მოუგებლად დაასრულა. ეგვიპიტის ნაკრები ცოტა ხნის წინ, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გაიყვანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116198