ფეხბურთი

11:03 | 8.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების დაპირისპირება და ჯაბა კანკავას წითელი ბარათი + (VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ “ტობოლის” რიგებში ამხანაგური მატჩი ჩაატარა, თუმცა ქართველი ნახევარმცველი შუა თამაშში მომხდარი ინციდენტის გამო მოედნიდან გააძევეს. კანკავამ არსენ ხუბულოვს შელაპარაკების შემდეგ ხელი დაარტყა და წითელი ბარათიც დაიმსახურა.

ყაზახური “ტობოლი” თურქეთში იმყოფებოდა და რიგით მე-6 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, თუმცა “ანჟისთან” დაპირისპირებისას მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. (0:1) ერთადერთი გოლი მატჩის 75-ე წუთზე ხუან ლესკანომ გაიტანა.

ჯაბას გარდა “ტობოლის” ძირითად შემადგენლობაში იყო კიდევ ერთი ქართველი მოთამაშე ნიკა კვეკვესკირი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქართველმა კარის დარაჯმა გიორგი ლორიამ “ანჟის” კარი კვლავ მშრადად შეინახა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11566