ფეხბურთი

17:06 | 2.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა რაჯი: "ნეიმარი კოლეგებს პატივს არ სცემს"

ფრანგული “მონაკოს” მცველი ანდრეა რაჯი პსჟ-ს თავდამსხმელ ნეიმარს აკრიტიკებს. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, ბრაზილიელი კოლეგების მიმართ პატივისცემით არ გამოირჩევა.

“მე ვნახე ეპიზოდი და ეს არ ყოფილა ლამაზი. ნეიმარს კოლეგებისადმი უფრო მეტი პატივისცემა მართებს”, - თქვა რაჯიმ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის თასის ნახევარფინალში ნეიმარმა “რენის” ფეხბურთელს ხელი გაუწოდა, რომ ძირს დაცემული წამოეყენებინა, მაგრამ საბოლოოდ, მეტოქეს ხელი არ ჩამორთვა. ამ ფაქტის გამო სამხრეთამერიკელმა ყვითელი ბარათიც მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059924