ფეხბურთი

15:21 | 1.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონმა ორი მატჩი დაასახელა, რომელთაც თავიდან ითამაშებდა

“იუვენტუსის” კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი ორი მატჩის თავიდან ჩატარების სურვილს გამოთქვამს. იტალიელი მეკარის განცხადებით, ესპანეთთან და “რეალთან” წაგებულ ფინალებს თავიდან სიამოვნებით ითამაშებდა.

“შანსი რომ მქონდეს, ევრო 2012-ის და ჩემპიონთა ლიგის 2018 წლის ფინალებს თავიდან ვითამაშებდი. “იუვენტუსს” და იტალიის ნაკრებს ესპანეთთან და “რეალთან” მაქსიმუმი ნამდვილადარ უჩვნებია.

კარიერისდასრულების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიმიღია. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და ყოველთვის ასე იყო”, - ციტირებს ბუფონის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ ბუფონის იტალია 2012 წელს ესპანეთთან (0:4), ხოლო “იუვენტუსი” “რეალთან” (1:4) დამარცხდა. ცოტა ხნის წინ იტალიელი 40 წლის გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113711