ფეხბურთი

12:17 | 1.02.2018 | ნანახია 2938 - ჯერ

მოგზაურობა დროში

აქ რომ ხვდები, გრჩება შთაბეჭდილება თითქოს ისტორიაში მოგზაურობ და თან არ გინდა ამ ყველაფერს დასასრული ჰქონდეს. მილანიდან ტურინისკენ გეზი ადგილობრივი დროით 12 საათისკენ ავიღეთ და პიემონტის დედაქალაქში ჩასვლას 2 საათი დასჭირდა.

ტურინი მილანს არაფრით ჰგავს – გაცილებით პატარაა და მშვიდიც. თითქოს იტალიის ძველ დედაქალაქში ფერებიც სხვაგვარია. მილანისგან განსხვავებით, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნამდვილად ვერ ნახავთ ადგილებს, სადაც “იუვენტუსის” ან თუნდაც, “ტორინოს” აქსესუარებს შეხვდებით.მოკლედ, ტურინი, გნებავთ ტორინო (როგორც იტალიელები ეძახიან) გაცილებით მშვიდია და ხალხიც უფრო ხალისიანი გამოჩნდა.

ვინაიდან, ტურინში ჩვენი სტუმრობა სადებიუტო იყო, ვეცადეთ “ალიანც სთედიუმისკენ” (“იუვენტუსის” სტადიონი) გზა გაგვეკლია. პირველივე შემხვედრს დავეკითხეთ, “იუვენტუსის” ქომაგი გამოდგა, Forza Juve გასძახა და სიამოვნებით გვპასუხობდა. მაგრამ, ერთ პრობლემას წავაწყდით – თურმე, პატივცემული საყვარელი გუნდის თამაშზე ყოველთვის ავტომობილით დადის და მოკლედ, მეტროდან გზის გაგნება კარგად არ იცოდა. როგორც შემდგომ გავარკვიეთ, კარგად ვინ ჩივის, ცუდად სცოდნია. ეს ისტორია დიდხანს რომ არ გავაგრძელოთ, საპირისპირო მიმართულებით გაგვზავნა და იქ მისულთ, რომ გვეგონა, სტადიონს მივუახლოვდით, სხვა სურათი დაგვხვდა.

კიდევ გავიკითხეთ და ასეთი პასუხი მივიღეთ – Molto lontano! ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, აქედან ძალიან შორს არისო და ადგილიც მიგვასწავლა. ახლა უკვე მეორე მიმართულებით დავიძარით და ჩვენდა ბედად, არც ეს მისამართი გამოდგა ზუსტი. თუმცა, იღბალმა ბოლომდე არ გაგვწირა და სწორედ აქ შევხდით ორ ადამიანს, რომელთაც ნამდვილად იცოდნენ, როგორ აღმოვჩნდებოდით “ალიანც სთედიუმზე”. მოკლედ საათზე მეტი წვალების შემდეგ იტალიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის სახლს მივადექით. ისე, სანამ იქაურ შთაბეჭდილებებზე გიამბობთ, გეტყვით, რომ “ბებერი ქალბატონის” არენას მეტროსადგური არ უდგება და ავტობუსით მგზავრობა მოგიწევთ მისი სილამაზით დასატკბობად.

ასე იყო თუ ისე, “ალიანც სთედიუმი” ჩვენი თვალთახედვის არეში ავტობუსში ყოფნის დრო გამოჩნდა და ბევრი არ გვიფიქრია, მაშინვე, გაჩერება მოვითხოვეთ. ჩამოვედით და ფეხით გავუყევით პატარა, მაგრამ ძალიან მომხიბვლელ წმინდა საფეხბურთო არენას. ჯერ გული გარე ინტერიერით ვიჯერეთ და მერე შიგნით შეღწევა ვცადეთ. თუმცა ამაოდ... როგორც მისაღებში გვითხრეს “ალიანც სთედიუმი” იმ დღეს ადრე დაიკეტა და თვალებით იმ ადგილისკენ მიგვანიშნა, სადაც არენის დათვალიერების დროები იყო გამოფენილი. აქ კი, ის ერთი საათი ვინანეთ, რომელიც სტადიონის ძიებაში დავკარგეთ, მაგრამ რა გაეწყობოდა, თავს ზემოთ ძალა აღარ იყო. სამაგიეროდ, ღია იყო “იუვენტუსის” მუზეუმი და რა თქმა უნდა, ბევრი არ გვიფიქრია, ბილეთები ვიყიდეთ.

სწორედ იუვენტუს მუზეუმში ნანახით დავიწყეთ დღევანდელი წერილი – იქაურ შთაბეჭდილებებზე საუბარი საკმაოდ რთულია. ეს უბრალოდ ფანტასტიკა იყო. იქაურობა ერთიანად აღნიშნავს წარსულს, აწმყოსა და თავისებურად მომავალს. თავიდან დღევანდელი ფორმაციით გუნდის ყველა ფეხბურთელის სილუეტები გხვდებიან და მერე, ერთი ოთახი ჩნდება, რომელშიც “ბებერი ქალბატონის” ტიტულებია გამოფენილი. შესაძლოა, “იუვე” ჩემპიონთა ლიგის თასებით სამშობლოში ვერ დაიკვეხნის, მაგრამ სხვა დანარჩენი თასების სიმწირეს არ განიცდის და რეალურად ყველაზე მეტი თასიც აქვს იტალიურ კლუბებს შორის მოგებული. მოკლედ, აქ მცირე ხნით ნადვილად ვერ გაჩერდებით და ერთი წუთს მეორე მოსდევს, მეორეს მესამე და ასე გაუთავებლად. ჩვენს იქ ყოფნაში ერთი იტალიელი გოგონა მოვიდა, რომელიც ტელეფონით ვიდეოს იღებდა და რეაქციიდან აშკარად ჩანდა, რომ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა – გაოცება გამოხატა და კარგა ხანს ვერ დაიმშვიდა სახის გამომეტყველება...

მუზეუმში შენახულია ყველა იმ ფეხბურთელის მაისური, რომელთაც “იუვეს” რიგებში მინიმუმ 300 მატჩი აქვთ ჩატარებული. ეს სია საკმაოდ გრძელი და შთამბეჭდავია: ყველაფერი ლეონარდო ბონუჩით იწყება (319 მატჩი) და ალესანდრო დელ პიეროთი მთავრდება (705 მატჩი). იქვე არიან, ჯიჯი ბუფონი, პაველ ნედვედი, დავიდ ტრეზეგე, ანტონიო კონტე, ჯორჯო კიელინი, გაეტანო შირეა, ჩირო ფერარა, კლაუდიო მარკიზიო, დინო ძოფი, ანტონიო კაბრინი და სხვა არაერთი ლეგენდა.

ამ მხრივ არა, მაგრამ მაინც მუზეუმშია ზინედინ ზიდანის, ფაბიო კანავაროს მაისურები და იქვე ნედვედიც, რომელთაც ავტოგრაფები ამშვენებს. მერე ირგვლივ მარჩელო ლიპისა და ჯოვანი ტრაპატონის საუბრებს მოისმენთ, თუმცა, კარგა ხანს უნდა ეძებოთ თუ საიდან ისმის ხმა და ბოლოს აღმოაჩენთ მათ გამოსახულებებს. ამოიკითხავთ სხვა და სხვა პერიოდის ფრაზებს “იუვენტუსის” შესახებ, ნახავთ ბუფონის პრიზს მსოფლიოს საუკეთესო კიპერის თაობაზე და პაველ ნედვედის ოქროს ბურთსაც. ალესანდრო დელ პიეროს თითქმის ორმეტრიანი სილუეტიც იქვეა და მოკლედ, ისტორიაში მოგზაურობა თუ გსურთ, ტურინელთა მუზეუმს უნდა ესტუმროთ. მუზეუმშივეა დიდი მონიტორები, რომლის მართვა ნებისმიერ დამთავლიერებელს შეუძლია - თითის ერთი მოძრაობაც საკმარისია და ნებისმიერი ფეხბურთელის, ნებისმიერ სეზონში ჩატარებულ მომენტებს გადაავლებთ თვალს, ვისაც "ბებერი სინიორას" რიგებში ერთხელ მაინც უთამაშია.

ბოლოს, როცა გვეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა და ვნახეთ, თურმე, მთავარი იქ იწყებოდა. შემთხვევით ერთ ადგილს მივადეგით. თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ფარდა გადავწიეთ და...

იქ მრგვალი მოედანია და ირგვლივ “იუვენტუსის” თამაშების ვიდეოფირებია ჩართულია ტიფოზების სიმღერის ფონზე, ჰიმნიც გაისმება, აპლოდისმენტებიც და მოკლედ, თავი რეალურად სტადიონზე გეგონებათ და თანაც, უამრავი ლეგენდის ბურთის გორებასაც შეავლებთ თვალს. ეს მართლაც იყო მოგზაურობა დროში...

თავი რომ არ შეგაწყინოთ, “იუვეს” მუზეუმმა იმდენად მოგვხიბლა და “ჩაგვითრია” დროის გასვლა ვერც შევამჩნიეთ. გაგიკვრიდებათ და მუზეუმიდან ბოლო გავედით, არამარტო დამთვალიერებლებს შორის, არამედ იქ მომუშავე პერსონალთან შედარებითაც. სამწუხაროა, რომ “ალიანც სთედიუმის” შესწავლა ვერ შევძელით. ასე, ჩვენი სტატია უფრო მდიდარიც იქნებოდა და საინტერესოც...

გიორგი მელქაძე და სოფო ერქვანია ტურინიდან

ფიორენტინა   0 - 2    იუვენტუსი

შემადგენლობა

მოვლენები

სპალ   0 - 4    მილანი

შემადგენლობა

მოვლენები

კროტონე   1 - 1    ატალანტა

შემადგენლობა

მოვლენები

ნაპოლი   4 - 1    ლაციო

შემადგენლობა

მოვლენები

სასუოლო   0 - 0    კალიარი

შემადგენლობა

მოვლენები

სამპდორია   2 - 0    ვერონა

შემადგენლობა

მოვლენები

კიევო   0 - 1    ჯენოა

შემადგენლობა

მოვლენები

ინტერი   2 - 1    ბოლონია

შემადგენლობა

მოვლენები

ტორინო   2 - 0    უდინეზე

შემადგენლობა

მოვლენები

რომა   5 - 2    ბენევენტო

შემადგენლობა

მოვლენები

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (19)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:55 | 05.02.2018
ZEDMETI_PULI (6)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

15:51 | 05.02.2018
ZEDMETI_PULI (6)

bitverts.io/?r=12129

15:51 | 05.02.2018
ZEDMETI_PULI (6)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

15:51 | 05.02.2018
ZEDMETI_PULI (6)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

15:50 | 05.02.2018
ZEDMETI_PULI (6)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

15:50 | 05.02.2018
ZEDMETI_PULI (6)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

20:38 | 04.02.2018
იკა..იუვე..10 (3801)

მსაჯები მიკერძოება თითიდან გამოწურული თემაა.. მითუმეტეს თუ რეალის ან ბარსას გულშემატკივარი აბრალებს იუვეს მსაჯების მიდგომას ეს უკვე სასაცილოა ))) წლიდან წლამდე მიდის საუბარი რო რეალს და ბარსას მსაჯები ეხმარებიან, პერესს საერთოდ კაშაის პორტრეტი უკიდია სახლში : DDD და ამ ყველაფერში იუვეა დამნაშავე!!! მალადეც თქვენ )))

22:10 | 03.02.2018
freebit.co.in (7)

https://freebitco.in/?r=9321016

16:42 | 03.02.2018
vashla (1050)

ისე გაიძიხათ კაშაიო,მაგან მსაჯებო არ იცოდეს და შეცდომებს უშვებდეს რეალის რა ბრალია და თუ იმას ამტკიცებთ რომ რეალის სასარგებლოდ მსაჯობდა, მაშინ გირჩევთ უყუროთ მაგ თამაშს,თუ ერთი შეცდომა დაუშვა რეალის სასარგებლოდ მაშინ ბაიერნის სასარგებლოდ რამდენჯერ შეცდა ისიც უნდა აღნიშნოთ, უბრალოდ რეალი ნომერე უნო გუნდია და დაიკარგეთ აქედან,არც ღირსები და ვერც ეღირსებით რეალს მიუახლოვდეთ ოდნავ ახლოს მაინც :დ

https://www.youtube.com/watch?v=VTS1Qx704hQ

15:43 | 03.02.2018
vashla (1050)

ისე გაიძიხათ კაშაიო,მაგან მსაჯებო არ იცოდეს და შეცდომებს უშვებდეს რეალის რა ბრალია და თუ იმას ამტკიცებთ რომ რეალის სასარგებლოდ მსაჯობდა, მაშინ გირჩევთ უყუროთ მაგ თამაშს,თუ ერთი შეცდომა დაუშვა რეალის სასარგებლოდ მაშინ ბაიერნის სასარგებლოდ რამდენჯერ შეცდა ისიც უნდა აღნიშნოთ, უბრალოდ რეალი ნომერე უნო გუნდია და დაიკარგეთ აქედან,არც ღირსები და ვერც ეღირსებით რეალს მიუახლოვდეთ ოდნავ ახლოს მაინც :დ

https://www.youtube.com/watch?v=VTS1Qx704hQ

20:39 | 04.02.2018
იკა..იუვე..10 (3801)

მაგარი მიკერძოებული ხარ.. არც კი ვიცი როგორ დაიმტკიცო რო მსაჯები რეალს ეხმარებიან

11:45 | 03.02.2018
bavaria-munchen5 (1190)

იმიტომაა შვედების მონები რო არიან, ჩააწყონ კიდე თამაშები დედა რო ეტ...ათ ვერ ხედავენ

20:42 | 04.02.2018
იკა..იუვე..10 (3801)

იტალია ერთადერთი ქვეყანაა სადაც ჩაწყობებს ებრძვიან.. და ბავარიაზე ღორი გუნდი არ არსებობს, ბუნდესლიგაში კონკურენტი ტუ გამოუჩნდება ეგრევე ყველა ლიდერს ყიდულობს იმ გუნდიდან.
პირადად შენთან დიდი პატივისცემით, მაგრამ ვერ ამიტანია ეგ გუნდი

20:16 | 02.02.2018
anderson talisca (11494)

უკვე იტალიის ჩემპიონატის ყურებაც მარაზმია კიევოსთან ვუყურე და უკვე სასაცილოც აღარაა ეს კაცი გაუგდეს 2 თან ერთი ისე სასაცილოდ გააგდეს ზუსტად ცენტრში მაიკაზე ჩამოქაჩა მაგაზე რო კაცს გაგგდებენ მსაჯების გუნდი კიარა რავიცი რააა რაღა ბაზარი უნდა ამას არამგონია ნაპოლი გაახარონ ამ მაფიოზებმა და მერე იტყვინ იუვე იტალიაში ყველაზე ასეთი და ისეთი გუნდიაო ზოგი ლაივსკორზე უყურებს მარტო ფეხბურთს

20:45 | 02.02.2018
ficxela10 (4744)

კაი რა კორბენ შენ რაღა გჭირს წითელი კი არა ყვითელი მისცა მანდ სახიფათო კონტრშეტევის ჩაშლისთვის, მერტენსზე რომ ტუფტა პენალი დადეს მაშინ გამორთული გქონდა ტელევიზორი?

13:58 | 03.02.2018
აჩუ ზებრა !!! ( კორბენიტო ) (9795)

ნამდვილი კორბენა მე ვარ. ეგ ინტერის ფანკლუბის ტერორისტული ფრთის წარმომადგენელია

20:13 | 02.02.2018
anderson talisca (11494)

მსაჯების კარიკატურებს არ წააწყდით თუ ისეთი უნამუსოები არიან რომ აფასებენ სხვადასხვა სეზონების სასტვენები იქნებოდა მაგ მუზეუმში გამორიცხულია მათი ღვაწლი არ დაეფასებინათ

23:47 | 01.02.2018
vashla (1050)

კიდევ კარგი რეალ მადრიდის მუზეუმში არ იყავით თორემ ისტორია გაოცება და ტიტულები მერე უნდა გენახათ, სერია ა-ს იუვენტუსი და ისიც ბევრ შემთხვევაში მაფიოზურად მოპოვებული , კი მართალია ერთხელ დასაჯენ მაგის გამო და ტიტულიც ჩამოართვენ მაგრამ ღორი მძ..რის ჭამას ვერ გადაეჩვევაო, რაც შეეხება ევროტურნირებს ,საცოდავმა იუვენტუსმა ბოლოს როდის აიღო ეგ აღარც კი მახსოვს, იუვეს ფანებსაც აღარ ემახსოვრებათ ზუსტად სანამ მილანური გუნდები არ მოძლიერდება იტალიელებს კიდევ კარგა ხანს მოუწევს ჩემპიონთა ლიგის თასის ხილვა , ეგ კი არა და კიდევ კარგი საქართველოსი არ იყოს იტალიელებსაც გაუჩნდათ დამატებითი შანსი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის (ერთა ლიგა ) მოვიდა რეალიააა, მოვიდა შვედეთიიი

16:59 | 04.02.2018
იკა..იუვე..10 (3801)

სსიდან ამხელა აგრესია იუვეს მიმართ? )

15:59 | 02.02.2018
ficxela10 (4744)

რეალის ფანი რომ მსაჯებზე დაიწყებს ლაპარაკს დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ, ისტორიას რომ გადახედო არ გაწყენს, კაშაის ნეტარი სული ფარავდეს სრულიად მადრიდს დდ

10:15 | 02.02.2018
Despe (2788)

: ((

22:25 | 01.02.2018
torbedinho (390)

რა მკვდარი საიტია რა. ტორპედოს ახალი ლოგოს, ფორმის და ფანშოპის პრეზენტაცია ქონდათ და ესენი ვაფსე არაფელს არწერენ

00:32 | 02.02.2018
laciosErtguli (3420)

ვინ დაწერს ესენი ყველა ტურინში ყოფილან

20:49 | 01.02.2018
maradona73biankoneri (12347)

ფორცა იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!1

20:19 | 01.02.2018
ბუffონიშე (751)

სოფო, გიორგი მშურს თქვენი. კარგი სტატია იყო.

15:01 | 01.02.2018
აჩუ ზებრა !!! ( კორბენიტო ) (9795)

მილანში ნისლი, აქაც ნისლი...
ალბათ ამინდმა ზუსტად ისეთ მელანქოლიურ განწყობაზე დაგაყენათ, როგორიც იტალიური ფეხბურთის გულშემატკივარს შეშვენის ამჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარე
ასეა, ბუნება არ ცდება

სტატისტიკა
სერია A - ტური 25
  • 17 თებერვალი, 2018
  • უდინეზე 0 - 2 რომა
  • კიევო 2 - 1 კალიარი
  • ჯენოა 2 - 0 ინტერი
  • 18 თებერვალი, 2018
  • ტორინო - იუვენტუსი
  • ბენევენტო - კროტონე
  • ბოლონია - სასუოლო
  • ნაპოლი - სპალ
  • ატალანტა - ფიორენტინა
  • მილანი - სამპდორია
  • 19 თებერვალი, 2018
  • ლაციო - ვერონა
  •  
  • ნაპოლი24 20 3 1 54-15 63
  • იუვენტუსი24 20 2 2 61-15 62
  • რომა25 15 5 5 40-19 50
  • ინტერი25 13 9 3 40-21 48
  • ლაციო24 14 4 6 59-33 46
  • სამპდორია24 12 5 7 44-32 41
  • მილანი24 11 5 8 34-30 38
  • ატალანტა24 10 7 7 36-28 37
  • ტორინო24 8 12 4 35-29 36
  • უდინეზე25 10 3 12 36-36 33
  • ფიორენტინა24 8 7 9 33-31 31
  • ჯენოა25 8 6 11 21-25 30
  • ბოლონია24 8 3 13 29-37 27
  • კიევო25 6 7 12 23-42 25
  • კალიარი25 7 4 14 23-36 25
  • სასუოლო24 6 5 13 14-41 23
  • კროტონე24 5 6 13 19-41 21
  • სპალ24 3 8 13 23-46 17
  • ვერონა24 4 4 16 22-48 16
  • ბენევენტო24 2 1 21 15-56 7
სერია A - ტური 26
  • 24 თებერვალი, 2018
  • ბოლონია - ჯენოა
  • ინტერი - ბენევენტო
  • 25 თებერვალი, 2018
  • კროტონე - სპალ
  • ფიორენტინა - კიევო
  • სასუოლო - ლაციო
  • ვერონა - ტორინო
  • სამპდორია - უდინეზე
  • იუვენტუსი - ატალანტა
  • რომა - მილანი
  • 26 თებერვალი, 2018
  • კალიარი - ნაპოლი
  • 20 გოლი
  • კირო იმობილე (ლაციო)
  • 18 გოლი
  • მაურო იკარდი (ინტერი)
  • 17 გოლი
  • ფაბიო კვალიარელა (სამპდორია)
  • 15 გოლი
  • დრის მერტენსი (ნაპოლი)
  • 14 გოლი
  • გონსალო იგუაინი (იუვენტუსი)
0.357924