ფეხბურთი

23:20 | 17.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" "ინტერისა" და "ჯენოას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

საქართველოს 2016 წლის ჩემპიონმა “სამტრედიამ” მონტენეგროელი მცველი ივან ფატიჩი გაიფორმა. როგორც იმერული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, 29 წლის ფეხბურთელი უკვე საქართველოშია და გუნდთან ერთად ვარჯიშს იწყებს.

საინტერესოა, რომ ფატიჩი თავის დროზე მილანის “ინტერის” ღირსებას იცავდა. 2007-2009 წლებში მონტენეგროელმა “ნერაძურის” რიგებში 8 თამაშიც ჩაატარა.

გარდა ამისა, სხვა და სხვა დროს “ვიჩენცას”, “სალერნიტანას”, “ჯენოას” “ჩეზენას”, “კიევოს”, “ემპოლის”, “ვერონასა” და “ლეჩეს” რიგებში ირჯებოდა. ფატიჩის კარიერაში შემდეგ იყო “ვოივოდინა”, “რუდარი”, “სარავაკი” და “სლობოდა”, ხოლო მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი მაკედონიური “შკუპის” შემადგენლობაში გაატარა.

სერია A-ში ივანმა ჯამში 12 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა, ხოლო 2008 წელს "ინტერის" რიგებში სკუდეტო მოიგო. ივან ფატიჩმა მონტენეგროს ნაკრებში 2009-2010 წლებში 6 მატჩიც გამართა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128597