ფეხბურთი

16:04 | 13.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: არდა თურანმა “ბარსელონა” დატოვა

თურქეთის ნაკრების ნახევარმცველი არდა თურანი სამშობლოში დაბრუნდა. “ბარსელონას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი კარიერას სტამბულის “ბაშაკშეჰირში” გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ორივე მხარე ოფიციალურად ადასტურებს.

30 წლის არდა თურქულ გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.

არდა თურანი “ბარსელონაში” 2015 წლიდან თამაშობდა (55 მატჩი), თუმცა ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა. მანამდე კი წარმატებული წლები მადრიდის “ატლეტიკოში” გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108882