ფეხბურთი

0:35 | 13.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდო: “ნეიმარისთვის პსჟ-ში გადასვლა უკან გადადგმული ნაბიჯია”

ბრაზილიელი რონალდო თანამემამულე ნეიმარის შესახებ საუბრობს და პსჟ-ში მის გადასვლას უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.

“ნეიმარის პსჟ-ში გადასვლა სპორტული თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯია. ცხოვრებაში ყველას თავისი გამოწვევა აქვს. მეც “ბარსელონადან” “ინტერში” გადავედი, მაგრამ ჩემს დროს იტალიის ჩემპიონატი უფრო კონკურენტუნაირიანი იყო, ვიდრე საფრანგეთის ჩემპიონატია”, - განაცხადა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი “პარი სენ ჟერმენში” გასულ ზაფხულს 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111254