ფეხბურთი

23:22 | 8.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლუიშ ფიგუ: "რეალმა" შემადგენლობა უნდა გააძლიეროს"

ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ მიიჩნევს, რომ მადრიდის “რეალს” ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგება შეუძლია, ოღონდ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში შემადგენლობა უნდა გააძლიეროს.

“გასული წელი “რეალისთვის” საუკეთესო იყო – ხუთი ტიტული ერთ წელიწადში ეს ფანტასტიკური შედეგია. რა თქმა უნდა, ფეხბურთში ყოველთვის გამარჯვება შეუძლებელია, მაგრამ “რეალი” მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. ის ყოველთვის საუკეთესოს ეძებს და ალბათ, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შემადგენლობის გააძლიერებს. თუ ასე მოხდა, ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგებაც შესაძლებელია”, - განუცხადა ფიგუმ Goal.com-ს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პსჟ-ს დაუპირისპირდება. ლუიშ ფიგუ კი “სამეფო კლუბის” რიგებში 2000-2005 წლებში თამაშობდა.

0.11555