ფეხბურთი

18:23 | 6.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო კოშტამ "ატლეტიკოში" ისევ გაიტანა და მოედნიდან გააძევეს (+VIDEO)

მადრიდის "ატლეტიკოში" დაბრუნება რამდენიმე დღის წინ გოლით აღნიშნა დიეგო კოშტამ. ნატურალიზებულმა ესპანელმა "სამეფო თასზე" გაიტანა, ხოლო ამჯერად ლა ლიგაში მოახერხა გოლის გატანა. დიეგო სიმეონემ კოშტა "ხეტაფესთან შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში გაამწესა.

"როხიბლანკოს" ფორვარდმა 62-ე წუთზე მსაჯთან პროტესტის გამო გაფრთხილება მიიღო, ხოლო 6 წუთში გოლი გაიტანა, რომელიც ემოციურად აღნიშნა - ტრიბუნებთან მივიდა და გულშემატკივრებს ჩაეხუტა.

ამ ფაქტის გამო კი, არბიტრმა დიეგო კიდევ ერთხელ გააფრთხილა და მოედნიდან გააძევა. აღსანიშნავია, რომ დიეგო კოშტა იმ მატჩში, რომელშიც გოლი გაიტანა, პირველად გააძევეს. საუბარი მხოლოდ ესპანეთის ლა ლიგის მატჩებზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119597