ფეხბურთი

17:02 | 5.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

გამოუყენებელი მომენტები - სალაჰი და მორატა ლიდერობენ

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელ ალვარო მორატას თამაშს “არსენალის” წინააღმდეგ დიდი კრიტიკა მოჰყვა. ესპანელმა ფორვარდმა “ემირეითს სთედიუმზე” სამი რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა და “ჩელსი” გამარჯვების გარეშე დარჩა.

Opta-მ ამასთან დაკავშირებით საინტერესო სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა და აღმოჩნდა, რომ მორატას მიმდინარე სეზონში საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი აქვს გაცუდებული – 14. ეს კი, პრემიერლიგაში მეორე შედეგია. ალვაროზე გაცილებით მეტი საგოლე მომენტი მხოლოდ მოჰამედ სალაჰმა ვერ გამოიყენა (15), თუმცა ეგვიპტელს ამ დროისთვის 17 გოლიც აქვს გატანილი (მორატას აქტივში 10 გოლია).

პრემიერლიგაში გაცუდებული მომენტების მხრივ საუკეთესო ხუთეული ასეთია:

მოჰამედ სალაჰი – 15 საგოლე მომენტი

ალვარო მორატა – 14

სერხიო აგუერო – 12

კრისტიან ბენტეკე – 11

გაბრიელ ჟესუსი – 11.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115439