ფეხბურთი

17:01 | 30.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ძაძას ფასი 100 მილიონია

ესპანური “ვალენსია” და სიმონე ძაძა თანამშრომლობას განაახლებენ. SuperDeporte-ს ცნობით, “ღამურების” ხელმძღვანელობა იტალიელის თამაშით კმაყოფილები არიან და მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კოტრაქტი ძალაში 2021 წლამდეა, მისი გაგრძელება უკვე სურთ.

აღსანიშნავია, რომ განახლებული ხელშეკრულების თანახმად, ძაძას გამოსყიდვა სასურველ გუნდს 100 მილიონ ევროდ შეეძლება. 2016 წელს სიმონე “ვალენსიამ” “იუვენტუსიდან” მხოლოდ 16 მილიონად შეიძინა.

მიმდინარე სეზონს იტალიელი მაღალ დონეზე ატარებს და ლა ლიგაში ზედიზედ ორჯერ დაასახელს თვის საუკეთესო ფეხბურთელად. ჯამში ძაძას აქტივში 15 მატჩი და 10 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111817