ფეხბურთი

19:24 | 23.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: “საკუთარი თავი არ უნდა დავკარგოთ”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა “ბარსელონასთან” (0:3) მარცხის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. ფრანგის განცხადებით, მისმა გუნდმა რამდენიმე შეცდომა და დაუშვა და ამან გადამწყვეტი როლი შეასრულა.

თუმცა, ზიდანი იმედს არ კარგავს და ამბობს, რომ დასრულებული არაფერია.

“თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმში თავი ცუდად დავიცავით, რამდენიმე შეცდომაც დავუშვით. ამ მატჩის ბედი დეტალებმა გადაწყვიტეს. ცუდია, მაგრამ ეს ფეხბურთია.

დამწუხრებულები ვართ მარცხით, თუმცა ეს არაფერს ცვლის და საკუთარი თავი არ უნდა დავკარგოთ. ახლა შვებულებაში კარგად უნდა დავისვენოთ, დრო ოჯახთან ერთად გავატაროთ და დავბრუნდეთ, რადგან არაფერი დასრულებულა.

რაც შეეხება ძირითად შემადგენლობას, პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. კოვაჩიჩი მესის გასაკონტროლებლად ვათამაშე და ეს მატჩის დაწყებამდე გადავწყვიტე”, - ციტირებს ზიდანის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ “რეალი” “ბარსელონასთან” დამარცხების შემდეგ კატალონელებს 14 ქულით ჩამორჩა. თუმცა, “სამეფო კლუბს” ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123389