ფეხბურთი

19:16 | 1.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ინტერმა" ჰანდანოვიჩს გაუხანგრძლივა

მილანის “ინტერმა” და სამირ ჰანდანოვიჩმა ახალი კონტრაქტი გააფორმეს. ამის შესახებ იტალიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

განახლებული ხელშეკრულების თანახმად, სლოვენიელი კიპერი “ჯუზეპე მეაცაზე” 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

33 წლის ჰანდანოვიჩი “ინტერში” 2012 წელს “უდინეზედან” გადავიდა და მას შემდეგ “ნერაძურის” ღირსება 195 შეხვედრაში დაიცვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111643