ფეხბურთი

19:46 | 28.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კრაუჩს "სტოკ სიტიმ" ნდობა გამოუცხადა

ინგლისის პრემიერლიგის ბინადარმა “სტოკ სიტიმ” ვეტერან თავდამსხმელ პეტერ კრაუჩს კონტრაქტი ერთი წლის ვადით გაუხანგრძლივა. როგორც ალბიონური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, 36 წლის ფეხბურთელი გუნდში 2019 წლის ზაფხულამდე დარჩება.

“კრაუჩს ჯერ კიდევ ბევრის გაღება შეუძლია გუნდისთვის. იგი კვლავაც დიდ გავლენას ახდენს მატჩებზე, რაც მიმდინარე სეზონში ბევრჯერ დადასტურდა”, - ამბობს მარკ ჰიუზი.

პეტერ კრაუჩი “სტოკში” 2011 წელს “ტოტენჰემიდან” 10 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა. ეს კი, იმ დროისთვის კლუბის სარეკორდო ტრანსფერი იყო. ინგლისის ნაკრების ექსთავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. აღსანიშნავია, რომ ყველა შემთხვევაში კრაუჩი მოედანზე ცვლილებიდან შევიდა.

პეტერმა წელს უკვე ორი რეკორდი დაამყარა – პრემიერლიგაში თავით გატანილი გოლების რაოდენობა 51-მდე გაზარდა და პრემიერლიგაში შეცვლაზე ნათამაშები მატჩები 143-მდე.

თავის დროზე მას “ატონ ვილაში”, “საუთჰემპტონში”, ქპრ-ში, “ლივერპულსა” და “პორტსმუთში” უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117666