ფეხბურთი

18:47 | 23.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რივერ პლეიტის” მეკარის უცნაური წითელი ბარათი (+VIDEO)

“რივერ პლეიტის” მეკარემ ხერმან ლუქსმა “ინდეპენდიენტესთან” მატჩში უცნაური საქციელის გამო წითელი ბარათი მიიღო. მე-18 წუთზე მასპინძლებმა სწრაფი კონტრშეტევა გახორციელეს და შემტევი ლუქსთან პირისპირ დარჩა.

გამოცდილმა მეკარემ საკუთარი საჯარიმო დატოვა იმ იმედით, რომ ბურთზე პირველი ითამაშებდა და ითამაშა კიდეც, თუმცა, ხელით – ხერმანს ბურთი თავზე გაადახტა და სხვა გზა აღარ დარჩენოდა, პირდაპირ ხელში დაიჭირა. ეს ყველაფერი საჯარიმოს მიღმა, 5 მეტრში ხდებოდა.

ბუნებრივია, 35 წლის მეკარეს მთავარმა მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა და გასახდელის გზას გაუყენა.

0.126187