ფეხბურთი

14:29 | 20.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრების ლიდერები ვენტურას იგნორირებას ახდენდნენ

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილ მწვრთნელს ჯან პიერო ვენტურასა და მოთამაშეებს შორის კონფლიქტი მომხდარა.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ჯანლუიჯი ბუფონი, დანიელე დე როსი და ანდრეა ბარძალი, შვედეთთან მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, 69 წლის სპეციალისტის იგნორირებას ახდენდნენ, რის შემდგომაც ვენტურამ გუნდი მიატოვა და არც სატელეფონო ზარებს პასუხობდა.

როგორც წყარო იტყობინება, მოთამაშეებმა მწვრთნელის გარეშე განიხილეს თამაშის ტაქტიკური ასპექტები.

შეგახსენებთ, რომ “სკუადრა აძურა” მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საგზურის გარეშე დარჩა, იტალიელი სპეციალისტი კი თანამდებობიდან დაითხოვეს.

0.138738